home
GEENRUAM

slogan

 
 
განბაჟების თანხის გამოთვლა


გამოშვების წელი:
ძრავის მოცულობა:


აქციზი: ლარი
საბაჟო მომსახურების გადასახადი: ლარი
იმპორტის გადასახადი: ლარი
ნომერი, ტექ. პასპორტი და ტექ. დათვალიერება: 72 ლარი
საბაჟო დეკლარაცია: 31 ლარი
   
სულ:
ეროვნული ბანკის კურსით
ლარი = $
1 USD = 1.6350 GEL

შიდა ტრანზიტის ღირებულება 1 დღე - 1 ლარი.

მოტოციკლების და სპეცტექნიკის განბაჟების დროს განბაჟების ღირებულება შეადგენს სატრანსპორტო საშუალების ღირებულების 18% -ს + საბაჟო მომსახურების გადასახადი 300 ლარი
მოტოციკლის ტექნიკუტი დათვალიერების და ტექნიკური პასპორტის აღების საფასური შეადგენს 62 ლარს

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 188 მუხლის მიხედვით მსუბუქი ავტომობილის განბაჟების ტარიფის სააქციზო განაკვეთი დამოკიდებულია ავტომობილის ასაკზე(დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების წელსა და მსუბუქი ავტომობილის გამოშვების წელს შორის სხვაობა). აქციზის გადასახადს ვიღებთ სააქციზო განაკვეთის გამრავლებით მისი ძრავის მოცულობაზე.

1 წლამდე 1.5
1 წლის 1.5
2 წლის 1.4
3 წლის 1.3
4 წლის 1.2
5 წლის 1.0
6 წლის 0.7
7 წლის 0.5
8 წლის 0.5
9 წლის 0.5
10 წლის 0.5
11 წლის 0.5
12 წლის 0.5
13 წლის 0.6
14 წლის 0.7
14 წელზე მეტის 0.8

მიღებულ თანხას ემატება საბაჟო მომსახურებისგადასახადი რომელიც შეადგენს ფიქსირებულად 150 ლარს და იმპორტის გადასახადი(მომსახურების გადსახადში შედის ასევე დეკლარაციის შევსება, ამ მომსახურებაში დამატებით გადასახადს არ იხდით). იმპორტის გადასახადის გამოსათვლელად ავტომობილის ძრავის კუბატურას ვამრავლებთ 0.05-ზე და მიღებულ რიცხვს ვუმატებთ ავტომობილის ასაკის, ძრავის კუბატურის და 0.0025-ის ნამრავლს. ანუ იმპორტის გადასახადი=(კუბატურა*0.05)+(კუბატურა*ასაკი*0.0025).

ამ თანხას ემატება ავტომობილის ტექნიკური პასპორტის, ტექნიკური დათვალიერების და ნომრის აღების საფასური, რომელიც ფიქსირებულად შეადგენს 72 ლარს.