დახმარება
3. განცხადების დამატება

მას შემდეგ რაც გაივლით ავტორიზაციას, თქვენ შეგიძლიათ განცხადების დამატება. ამისათვის დააჭირეთ ღილაკ ჩემ გვერდს, თქვენ გადახვალთ თქვენს პირად გვერდზე საიდანაც შეგიძილიათ მართოთ თქვენი ყველა განცხადება, განცხადების დამატებისთვის დააჭირეთ ღილაკ განცხადების დამატებას.

თქვენ გადახვალთ განცხადების დამატების გვერდზე. თქვენ უნდა შეავსოთ განცხადების დამატების ფორმაში მითითებული ყველა ველი, მოკლე აღწერაში შეგიძლიათ მიუთითოთ ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია თქვენი ავტომობილის შესახებ.

სურათების დამატებისთვის დააჭირეთ ღილაკ Choose File და მიუთითეთ სურათები თქვენი კომპიუტერიდან.

სიახლე:განცხადების დამატების პროცედურას დაემატა აქტივაცია საკონტაქტო ნომრის დახმარებით
სურათების მიმაგრების შემდეგ საჭიროა განცხადების აქტივაცია.
ეს პროცედურა საჭიროა იმისათვის, რომ დავრწმუნდეთ თქვენს მიერ მითითებული ნომრის სისწორეში და აბსოლიტურად უფასოა.
განცხადების დამატების ვებ გვერდზე გამოჩნდება აქტივაციის კოდის ჩასაწერი გრაფა.
თქვენს მიერ მითითებულ ნომერზე MyAuto.ge-ს ადმინისტრაციის მიერ იგზავნება მოკლე ტექსტური შეტყობინება (SMS) MyAdmin-ს სახელით, რომელშიც მითითებულია იქნება აქტივაციის კოდი.
განცხადების აქტივაციისთვის შეიყვანეთ აქტივაციის კოდს შესაბამის ველშივებ გვერდზე . თქვენი განცხადება გააქტიურებულია.


გაითვალისწინეთ რომ: თქვენს მიერ დამატებული სურათების ჯამური ზომა არ უნდა აღემატებოდეს 2 MG-ს, ციფრული ფოტოაპარატით გადაღებული სურათები არის ბევრად მაღალი ხარისხის და დიდი ზომის ვიდრე საიტზე განთავსებისთვის არის საჭირო.
ამ შემთხვევაში საჭიროა შეამციროთ თქვენი პოტოების ზომა ან გადაიღოთ ახალი სურათები შედარებით დაბალი ხარისხით.
არ შეიძლება განცხადებაში სხვა ვებ გვერდის მითითება

ნაწილები და სერვისი განათავსეთ შესაბამის განყოფილებაში

განაცხადეთ მხოლოდ მსუბუქი მანქანები, სატვირთო მანქანები, მოტოციკლეტები ან წყლის ტრანსპორტი

ნუ განათავსებთ განმეორებით განცხადებებს

თუ ავტომობილი იყიდება აუქციონზე მაშინ აუცილებლად მონიშნეთ შესაბამისი გრაფა, ასევე სწორად შეავსეთ აუქციონის ჩატარების თარიღი

არასწორი განცხადება წაიშლება იმ შემთხვევაშიც კი თუ მას აქვს VIP სტატუსი



იმისათვის, რომ უფრო სრული შთაბეჭდილება შეუქმნათ მომხმარებელს თქვენი ავტომობილის შესახებ, თქვენ შგიძლიათ თქვენს განცხადებას ფოტოებთან ერთად მიამაგროთ ვიდეო.
ატვირთეთ თქვენი გადაღებული ვიდეო youtube.com -ზე ან მოძებნეთ თქვენი ავტომობილის მოდელის ნებისმიერი ვიდეო. დააკოპირეთ მისი ლინკი

და განცხადების დამატების დროს ჩასვით მოცემულ ველში. თქვენ ასევე შეგიძლიათ განცხადების დამატება მობილურის ტელეფონის საშუალებით
ამისათვის მობილური ტელეფონიდან შედით მისამართზე wap.myauto.ge აირჩიეთ განცხადების დამატება და შეიყვანეთ ავტომობილის მონაცემები, მიამაგრეთ სურათები თქვენი მობილური აპარატიდან, შეიყვანეთ თქვენთვის სასურველი ტექსტი და დაამატეთ განცხადება.