რა არის MyAuto.Ge?
MyAuto.Ge არის კავკასიის ყველაზე დიდი ავტოპორტალი. რომლის უნიკალურ ვიზიტორთა რაოდენობა, დღიურიად შეადგენს 100 ათას მომხმარებელს, ხოლო ჩვენებების რაოდენობა საშუალოდ 3 მილიონს.
ვებ გვერდი ინტერნეტ სივრცეში არსებობს უკვე 15 წელია. ჩვენს მრავალწლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით, მუდმივად ვისწრაფვით განვითარებისკენ, რათა შევქმნათ და შემოგთავაზოთ საუკეთესო სერვისი.
MyAuto.Ge ასრულებს შუამავლის როლს, მყიდველსა და გამყიდველს შორის. ჩვენი ავტოპორტალის საშუალებით შეგიძლიათ, სრულიად უფასოდ, გაყიდოთ ან იყიდოთ ავტომობილი. კომპანიის მიზანია, ხელი შევუწყოთ ელექტრონული კომერციის განვითარებას და პოპულარიზაციას საქართველოში. გვსურს მომხმარებელს გავუადვილოთ ავტომობილის ყიდვის და გაყიდვის პროცესი.
თუ თქვენ გსურთ სატრანსპორტო საშუალების რეალიზაცია, განათავსეთ ის ჩვენს ვებ გვერდზე სრულიად უფასოდ. თქვენს განცხადებას ნახავს ასობით და ათასობით მომხმარებელი. დაზოგეთ დრო და ფინანსები.
როგორ დავრეგისტრირდე საიტზე?
ვებ გვერდის სერვისების სრულყოფილად სარგებლობისთვის, აუცილებელია საიტზე შესვლა მომხმარებლის სახელის და პაროლის გამოყენებით. თუ უკვე დარეგისტრირებული ხართ, გაიარეთ ავტორიზაცია ვებ გვერდზე. დააჭირეთ ღილაკს “შესვლა“. ხოლო, თუ არ ხართ რეგისტრირებული მომხმარებელი, საჭიროა რეგისტრაციის გავლა. დააჭირეთ ღილაკს „რეგისტრაცია“
გაცნობებთ, რომ MyAuto.Ge -ზე და MyParts.ge – ზე შეგიძლიათ შეხვიდეთ ერთი და იგივე მომხმარებლის სახელით და პაროლით. რაც გულისხმობს, თუ დარეგისტრირებული ხართ MyAuto.Ge - ზე, საჭირო არ არის რეგისტრაციის გავლა MyParts.Ge - ზე ან პირიქით.
რეგისტრაციის დასასრულებლად, საჭიროა შეამოწმოთ თქვენი ელექტრონული ფოსტა, სადაც გამგზავნილი იქნება თქვენი MyAuto.Ge -ს პროფილის აქტივაციის ბმული. თუ არ მიგიღიათ შეტყობინება მაილზე, (შეამოწმეთ “Spam” შეტყობინებებიც) შეგიძლიათ გააგზავნეთ ხელახლა. აქტივაციის ლინკის თავიდან გაგზავნა შესაძლებელია 5 წუთის შემდეგ.
როგორ მოვძებნო განცხადება?
საიტზე თქვენთვის სასურველი განცხადების/ავტომობილის მოსაძებნად შეგიძლიათ გამოიყენოთ ძებნის ფუნქცია, რომელიც არის მთავარ გვერდზე.
სატრანსპორტო საშუალების ძებნისას, მიუთითეთ ძირითადი და დეტალური პარამეტრები. თუ კონკრეტულ განცხადებას ეძებთ, ძებნის ველში ჩაწერეთ განცხადბის ID ან ტელეფონის ნომერი. როდესაც ძებნაში წერთ ტელეფონის ნომერს, სისტემა გიჩვენებთ, ყველა იმ განცხადებას, რომელშიც მითითებულია ის.
როგორ გამოვიწერო განცხადებები?
განცხადების გამოწერის სერვისი საშუალებას გაძლევთ, ავტომატურ რეჟიმში მიიღოთ ინფორმაცია, ვებ გვერდზე თქვენთვის სასურველი ავტომობილის განთავსების შესახებ. აღნიშნული სერვისით სარგებლობა რეკომენდებულია, როცა გადაწყვეტილი გაქვთ, კონკრეტულად, რომელი მოდელის შეძენა გსურთ. როდესაც ვებ გვერდზე განთავსდება სატრანსპორტო საშუალება, რომელიც აკმაყოფილებს თქვენს მიერ მითითებულ პარამეტრებს, შეტყობინება გამოგეგზავნებათ ელექტრონულ ფოსტაზე და/ან მობილურზე SMS - ის სახით.
სისტემის მიერ გამოგეგზავნებათ შეტყობინებები, იმ განცხადებების შესახებ, რომლებიც სრულ თანხვედრაში იქნება, თქვენს მიერ მითითებულ კრიტერიუმებთან. ხოლო ის პარამეტრები, რომლებსაც არ მონიშნავთ, არ გაითვალისწინება. შესაბამისად, რაც უფრო მეტ ინფორმაციას მიუთითებთ, მით უფრო ზუსტი იქნება ფილტრი.
როგორ დავამატო უფასო განცხადება?
ვებ გვერდზე MyAuto.Ge განცხადების დამატება, სრულიად უფასოდ, შეუძლია ნებისმიერ მომხმარებელს. ამისთვის საჭიროა შეხვიდეთ ვებ გვერდზე, მომხმარებლის სახელით და პაროლით. თუ ჯერ არ ხართ ჩვენი სერვისის მომხმარებელი გაიარეთ რეგისტრაცია.
ერთ მომხმარებელს, შეუძლია დაამატოს მხოლოდ 2 უფასო განცხადება.
განცხადების დასამატებლად, საჭიროა სრულყოფილად და სწორად მივუთითოთ ინფორმაცია სატრანსპორტო საშუალების შესახებ. აუცილებელია, ყველა სავალდებულო ველის შევსება. განცხადება უნდა დაამატოთ შესაბამის კატეგორიაში, მიუთითოთ მოდელი სწორად და სხვა.



გაითვალისწინეთ! აუცილებელია ტელეფონის ნომრის სწორად მითითება. განცხადების დამატების პროცედურის დასასრულებლად, საჭიროა მისი აქტივაცია, საკონტაქტო ნომერზე მოსული კოდის მეშვეობით (ნომრის დასადასტურება საჭიროა მხოლოდ ერთხელ, პირველად დამატებისას).
‘შენახვა’ ღილაკზე დაჭერისთანავე, თქვენს მიერ მითითებულ ნომერზე MyAuto.Ge-ს ადმინისტრაციის მიერ, იგზავნება მოკლე ტექსტური შეტყობინება (SMS) My.Ge-ის სახელით, რომელშიც მითითებულია აქტივაციის კოდი. ამავდროულად, ვებ გვერდზე გამოჩნდება გრაფა, სადაც უნდა შეიყვანოთ მიღებული კოდი. შემდეგ დააჭირეთ ღილაკს ‘აქტივაცია’. ამგვარად, თქვენი განცხადება გააქტიურდება და გამოჩნდება ჩვენ ვებ გვერდზე.
შენიშვნა: მოცემული პროცედურა აბსოლიტურად უფასოა და საჭიროა ტელეფონის ნომრის სისწორის დასადასტურებლად.
როგორ დავამატო ფასიანი განცხადება?
ფასიანი განცხადების დასამატებლად, საჭიროა გაირაოთ იგივე პროცედურები, რაც უფასო განცხადების დამატების შემთხვევაში. (იხ. როგორ დავამატოთ უფასო განცხადება?)
როდესაც შეავსებთ ყველა ველს და დააწვებით ღილაკს "შენახვა", ამით თქვენ ეთანხმებით, რომ ბალანსიდან ჩამოგეჭრებათ სერვისის ღირებულება 1 ლარის ოდენობით.
გაითვალისწინეთ! ამ სახით შესაძლებელია მაქსიმუმ 50 ფასიანი განცხადების დამატება. 50 - ზე მეტი განცხადების განთავსების შემთხვევაში, საჭიროა ვებ გვერდზე დარეგისტრირდეთ როგორც დილერი და შეიძინოთ განცხადებების ლიმიტი. ინფორმაციისთვის დაუკავშირდით MyAuto.Ge - ადმინისტრაციას (იხ.კონტაქტი)
განცხადებების ლიმიტების ღირებულება დილერებისთვის:

როგორ მოვახდინო განცხადების რედაქტირება?
განცხადების დამატების შემდეგ, ნებისმიერ დროს, შეგიძლიათ მისი რედაქტირება. თუ დამატების დროს, შემთხვევით მონაცემები შეავსეთ შეცდომით, გამოგრჩათ რომელიმე დამატებითი დეტალი, გსურთ ფასის შეცვლა, ინფორმაციის მითითება კომენტარის სახით, ან არსებულის შეცვლა, შეგიძლიათ გამოიყენოთ განცხადების რედაქტირების ფუნქცია.
როგორ დავამატო ვიდეო განცხადებაში?
თუ გსურთ მომხმარებელს თქვენი ავტო ან მოტოტექნიკის შესახებ სრული იფორმაცია მიაწოდოთ, შეგიძლიათ ფოტოს გარდა განცხადებაში ვიდეოს დამატებაც. ამისთვის საჭიროა, ატვირთოთ თქვენს მიერ გადაღებული ვიდეო youtube - ზე, ან მოძებნეთ შესაბამისი ვიდეო. დააკოპირეთ მისი ლინკი და ჩასვით განცხადების დამატებისას ან რედაქტირებისას შესაბამის ველში.

თქვენ მიერ დაკოპირებული ლინკი, განცხადების დამატების დროს, ან მისი რედაქტირებისას, ჩასვით ვიდეოსთვის გამოყოფილ ველში. (განცხადების რედაქტირების დროს არ დაგავიწყდეთ ღილაკზე დაჭერა "შენახვა") ამგვარად განცხადებაში დაემატება ვიდეო, რომლის ნახვაც, თქვენი სატრანსპორტო საშუალების დათვალიერებისას, ნებისმიერ მომხმარებელს შეეძლება.

რას ნიშნავს Super VIP კატეგორია და როგორ დავამატო განცხადება Super VIP-ში?
განცხადების 24 საათით Super VIP კატეგორიაში დამატების ღირებულება შეადგენს 8 ლარს.


განცხადების Super VIP კატეგორიაში დასამატებლად, საჭიროა ბალანსზე გქონდეთ შესაბამისი თანხა. (იხ. როგორ შევავსო ბალანსი?) შემდეგ კი, მიყევით ფოტოზე მოცემულ ინსტრუქციას.

რას ნიშნავს VIP+ კატეგორია და როგორ დავამატო განცხადება VIP+ -ში?


განცხადების VIP+ კატეგორიაში დასამატებლად, საჭიროა ბალანსზე გქონდეთ შესაბამისი თანხა. (იხ. როგორ შევავსო ბალანსი?) შემდეგ კი, მიყევით ფოტოზე მოცემულ ინსტრუქციას.

რას ნიშნავს VIP კატეგორია და როგორ დავამატო განცხადება VIP-ში?
განცხადების 24 საათით VIP კატეგორიაში დამატების ღირებულება შეადგენს 1.5 ლარს.
არსებობს განცხადების VIP კატეგორიაში დამატების ორი გზა, გადახდის მეთოდის შესაბამისად:
განცხადების VIP კატეგორიაში დამატება ვებ გვერდიდან. განცხადების VIP+ კატეგორიაში დასამატებლად, საჭიროა ბალანსზე გქონდეთ შესაბამისი თანხა. (იხ. როგორ შევავსო ბალანსი?) შემდეგ კი, მიყევით ფოტოზე მოცემულ ინსტრუქციას.
განცხადების VIP კატეგორიაში დამატება მობილური ტელეფონიდან გაგზავნილი sms შეტყობინების მეშვეობით:
გააგზავნეთ SMS-ი ნომერზე 93099 (მაგთი, ჯეოსელი) ტექსტით ma და თქვენი განცხადების ID ნომერი. მაგალითად, თუ თქვენი განცხადების ID ნომერია 1234567 მაშინ sms-ის ტექსში ჩაწერეთ ma1234567 და გაგზავნეთ შეტყობინება.- SMS-ის საშუალებით განცხადების 24 საათით VIP კატეგორიაში დამატების ღირებულება შეადგენს 2 ლარის.
- გაფრთხილება! გთხოვთ, SMS გაგზავნეთ მითითებული ინსტრუქციის მიხედვით. SMS -ის არასწორად გაგზავნის შემთხვევაში, ანგარიშიდან თანხა ჩამოგეჭრებათ ავტომატურად, თუმცა, შედეგად, განცხადება ვერ გადავა VIP განყოფილებაში. გადახდილი თანხა უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.
რას ნიშნავს MyAds.Ge და როგორ დავამატო ჩემი განცხადება MyAds.Ge -ზე?
დამატებით ინფორმაციას გაეცანით ვებ გვერდზე: www.myads.ge
როგორ განვაახლო განცხადება?
გამოიყენეთ განცხადების განახლების სერვისი თუ:
- თქვენს განცხადებას გასდის ვადა, ამ დროში კი ვერ მოახერხეთ სატრანსპორტო საშუალების გაყიდვა და არ გსურთ განცხადება წაიშალოს ვებ გვერდიდან. განახლებისას განცხადების ვადა გადაიწევს ზუსტად იმ დროით რა ვადაც მიუთითეთ განცხადების დამატებისას. (მაგ: თუ განცხადება განთავსებული გაქვთ 30 დღის ვადით და განაახლეთ მის წაშლამდე ერთი დღით ადრე, თქვენი განცხადების ვადა გახანგრძლივდება 30 დღით.)
- გსურთ განცხადების დადების თარიღი შეიცვალოს განახლების დღის თარიღით და იგი გადავიდეს წინა გვერდებზე, ქრონოლოგიის მიხედვით.
- განახლება, რაც გულისხმობს, რომ თქვენ შედიხართ ვებ გვერდზე და ანახლებთ განცხადებას სისტემიდან. განახლების ფუნქციით სარგებლობის რაოდენობა შეუზღუდავია.
- ავტომატური განახლება, რაც გულისხმობს, რომ განცხადება, ყოველ 24 საათში ერთხელ განახლდება სისტემის მიერ, ავტომატურად, თქვენს მიერ მითითებულ კონკრეტულ დროს.

განცხადების VIP+ კატეგორიაში დასამატებლად, საჭიროა ბალანსზე გქონდეთ შესაბამისი თანხა. (იხ. ბალანსის შევსების ინსტრუქცია)
განახლების ღირებულება შეადგენს 0.2 ლარს. (ოცი თეთრი)
ავტმატური განახლების ღირებულება შეადგენს 0.25 ლარს. (ოცდახუთი თეთრი)

როგორ შევიძინო განცხადების ფერი?

აღნიშნული სერვისით სარგებლობის ღირებულება შეადგენს- 1 ლარს 30 დღის განმავლობაში.
როგორ დავამატო ავტომატურად განცხადება Google Chrome Extension ის გამოყენებით?
ძვირფასო დილერებო!
თქვენი მუშაობის გაუმჯობესების მიზნით, შეიქნმა დამხმარე აპლიკაცია (Google Chrome Extension) და შაბლონების სისტემა. რომლის გამოყენებაც მარტივია. აპლიკაცია მუშაობს შემდეგ ვებ გვერდებზე: manheim.com, cars.com, copart.com, iaai.com, mobile.de, beforward.jpდამხმარე აპლიკაცია მუშაობს Google Chrome - ის ვებ ბრაუზერზე და სერვისით სარგებლობისთვის, საჭიროა მისი დაყენება. გადმოსაწერად დააჭირეთ აქ. (ან მოძებნეთ MyAuto.Ge chrome extention). გამოყენების ინსტრუქცია იხილეთ ქვემოთ მოცემულ ფოტზე:


სისტემის გამოყენებასთან დაკავშირებით კითხვების არსებობის შემთხვევაში, მოგვწეროთ ელ ფოსტაზე: [email protected] ან დაგვირეკეთ ნომერზე: 220 42 42
როგორ შევავსო ბალანსი?
https://www.oppa.ge/ka#!transporti/MyAuto_geბალანსის შევსება გულისხმობს, თქვენი MyAuto.Ge - ს მომხმარებლის პროფილზე თანხის ჩარიცხვას, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ სურვილისამებრ, ჩვენი ვებ გვერდის სხვადასხვა სერვისების შესაძენად. მაგალითად განცხადების VIP კატეგორიაში გადაყვანა, განახლება, განცხადებების ლიმიტების შეძენა და ა.შ
MyAuto.Ge - ს ბალანსზე არსებული თანხა ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ვებ გვერდზე MyParts.Ge სხვადასხვა სერვისებით სარგებლობისთვის.
MyAuto.Ge - ზე ბალანსის შევსება შესაძლებელია რამდენიმე მეთოდით. შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენთვის ყველაზე მოხერხებული ვარიანტი.
- ბალანსის შევსება სწრაფი გადახდის აპარატების საშუალებით.
ბალანსის შესავსებად დაგჭირდებათ თქვენი მომხმარებლის სახელი ან მომხმარებლის ID ნომერი და სწრაფი ჩარიცხვის აპარატი (Paybox, Express Pay ან i Pay)
- Paybox >> საავტომობილი, მგზავრობა >> MyAuto.ge >> ჩაწერთ მომხმარებლის სახელს ან მომხმარებლის ID ნომერს და ჩარიცხავთ თანხას.
- Express Pay/I Pay >> სხვა გადასახდელები >>MyAuto.Ge >> ჩაწერთ მომხმარებლის სახელს ან მომხმარებლის ID ნომერს და ჩარიცხავთ თანხას.
გაითვალისწინეთ! მომხმარებლში იგულისხმება მაილი, რომლითაც გადიხართ ავტორიზაციას ვებ გვერდზე, ID ნომერი კი მითითებულია „ჩემს გვერდში“
- ბალანსის შევსება პლასტიკური ბარათის საშუალებით.
ანგარიშის შევსება ხდება VISA ან Mastercard პლასტიკური ბარათის საშუალებით.
- ბალანსის შევსება ონლაინ გადახდის სისტემებით.


4. ბალანსის შევსება საბანკო გადარიცხვით.
ბალანსის შევსება თქვენი საბანკო ანგარიშიდან კომპანიის ანგარიშზე თანხის გადმორიცხვით. (ეს მეთოდი რეკომენდირებულია იმ ორგანიზაციებისათვის, რომლებსაც სურთ დღგ-ის ფაქტურის მიღება და MyAuto.Ge საიტზე დახარჯული თანხების ხარჯებში გატარება).
საბანკო გადმორიცხვით ბალანსის შესავსებად, მოგვწერეთ კონტაქტის ფორმის საშუალებით, ან ელ ფოსტაზე [email protected] , მიუთითეთ თქვენი კომპანიის რეკვიზიტები, (დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი), თქვენი ელ. ფოსტა (მომხმარებლის სახელი) და თქვენთვის სასურველი თანხის ოდენობა. ჩვენი წარმომადგენელი მითითებულ ელ. ფოსტაზე გადმოგიგზავნით ინვოისს. ამგვარად, გადმორიცხავთ თანხას უშუალოდ თქვენი კომპანიის ანგარიშიდან შპს"მაი.ჯი"-ს ანგარიშზე. გადმორიცხული თანხა აისახება თქვენი MyAuto.Ge – ს მომხმარებლის ბალანსზე და ისარგებლებთ საიტის სერვისებით. ასევე, შეძლებთ MyAuto.Ge საიტზე დახარჯული თანხების ხარჯებში გატარებას (დღგ-ის ფაქტურის მიღება).