
მსურს გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება ამ მანქანასთან, დავიწყებ იქიდან, რომ honda fit-ის ყიდვის არანაირი ინტერესეი არ მქონდა, ყოველთვის მიზიდავდა ძველი მოდელები, როგორიცაა toyota supra, mitsubishi eclipse, და მსგავსი ოდნავ ძლიერი ძრავის მქონე პატარა მანქანები, თუმცა როდესსაც გადავწყვიტე მანქანის ყიდვა, honda fit მა დიდი ყურადღება მიიქცია, ბევრის აზრით ეს არ იყო მანქანა, რომლისგანაც სიამოვნებას მივიღებდი, თუმცა იყო საწინააღმდეგო აზრიც. მაგრამ დამეთანხმებით საკმაოდ ხშირად შხვდებით ამ მანქანას თბილისის ქუჩბში, აქედან გამომდინარე, ვიფიქრე რომ ამ მანქანის შენახვა, ნაწილების და აქსესუარების შოვნა არ გამიჭირდებოდა, ძველი იშვიათი მოდელებისგან განსხვავებით. ასევე იყო სხვა ფაქტორებიც რის გამოც გადავწყვიტე ამ მანქანის შეძენა.
დავიწყოთ ინტერიერით: პირველ რიგში თვალში გვხდება ის საკმაოდ დაბალი ხარისხის პლასტმასითა და ნაჭრით დამზადებული სალონი და სავარძლები, თუმცა აღსანიშნავია რომ დროს და ხმარებას საკმაოდ კარგად უძლებენ ეს ნაწილები, ზოგადად იაპონური ხარისხი საკმაოდ დიდ გამძლეობასთან ასოცირდება. კომფორტი ნამდვილად არ არის ის პლიუსი რითაც შეუძლია იამაყოს ამ მოდელმა, ასევე სალონში შემაწუხებელია ხმის იზოლაციის ნაკლებობა, შორ გზაზე, მაგალითად თბილისიდან ბათუმამდე ისეთი შეგრძნება გეუფლება თითქოს მანქანაც იღლება შენთან ერთად.
ექსტერიერს რაც შეეხება, ამ მოდელებს აქვთ ფარების პრობლემა, ეს, იმით არის გამოწვეული, რომ ამ ავტომობილების უმრავლესობა იაპონიის ბაზრისთვის არის დამზადებული და ჩვენი ქვეყნის საგზაო მოძრაობისთვის შესაბამისი ადაპტირება სჭირდება,
რამდენად მანევრირებადია? მანქანა საკმაოდ მანევრირებადია რულის ერთი მოზრაობა და მანევრის შსრულება ერთია. ხილვადობაც კასმაოდ დიდია. ჰონდა fit-ი 1.3 კუბატურის ძრავით, არ არის ის ავტომობილი, რომელსაც პრეტენზია აქვს სისწრაფეზე და ამას არც თქვენ უნდა ელოდოთ მისგან. გაბარიტებთან მიჩვევა საკმაოდ მარტივია და მანქნაის ზომის სრულად შგრძნება.
დეტალურად რომ განვიხილოთ ამ მანქანის ღირებულებები და ნაკლოვანებები, დავიწყებ იმით რომ პირველ რიგში მანქანა არის ვარაიტორი, რაც იმას ნიშნავს რომ არის საკმაოდ ეკონომიური, სიჩქარეებში გადართვას თითქმის ვერ გრძნობ, თუმცა სჭირდება ზეთის შცვლა (25-30 ზე). თუ გადაუცდა იწყებს ბრაგუნს.
წვას რაც შეეხება თუ მანქანა გამართულია საშუალოდ 5-7 ლიტრს მოიხმარს ისიც სეზონურად, ზამთრში 7 ლიტრამდე ადის და ზაფხულში 5 ლიტრამდე იკლებს, შეგიძლიათ გაავსოთ ბაკი და 2-3 კვირა იაროთ უპრობლემოდ, ამ მანქანაზე ვერ იტყვით რომ ქალაქში ბევრს წვავს და ქალაქგარეთ ნაკლებს, ყველგან ერთნაირი წვა აქვს, რა თქმა უნდა ტარებასაც გააჩნია.
ეს ის მანქანაა რომელსაც შეუძლია დაგავიწყოთ რომ არსებობს ელიავას დაშლილები, 4 წელის მანძილზე არ დამჭირვებია ნაწილის შეცვლა თუ გავითვლაისწინებთ თბილისის გზებს, საკმაოდ გამძლე და საიმედოა ამ კუთხით.
ამ ბიუჯეტური მოდელის არა მხოლოდ ყიდვაა დაბალ ფასად შესაძლებელი, არამდეს მისი სენახვაც გაცილებით იაფი დაგიჯდებათ.

