პრაქტიკული სილამაზე
Honda Civic 1.8 კუპე

ავტომობილი იდეალური არჩევანია მათთვის ვისაც უნდა გარეგნობით ნორმალური, ძალიან გამძლე და საკმაოდ ხარისხიანი ავტომობილი.
სამართავად ძალიან სასიამოვნოა, აჩქარებაც ნორმალური აქვს, ოღონდ მაღალ აბაროტებზე. სალონის ხარისხი მსგავსი ფასის და წლოვანების მანქანებში საუკეთესოა ალბათ. თან 2 კარის მიუხედავად უკან საკმაოდ დიდი სივრცეა და მარტივად თავსდება 2-3 ზრდასრული. წინ ძალიან დიდი სივრცე აქვს, ხელითაც მარტივად წვდები.
ტელეფონი ბლუთუსით უკავშირდება და ეგეც კომფორტული, უკანა ხედვის კამერა.
მინუსები წვა საშუალოდ ქალაქში 9-10 ლიტრი თბილისის საცობებიდან გამომდინარე, ტრასაზე 7 ლიტრი საშუალოდ.
სასურველი იქნებოდა უფრო სწრაფი გადაცემათა კოლოფი.
დანარჩენი 3 წლის უდიერი მოპყრობის მიუხედავად არცერთხელ არ დამჭირვებია სახელოსნო, მხოლოდ ზეთი და კალოტკები.
