უკან

Mercedes SLK - ეგოისტური სასიამოვნო გამოცდილება

5
1კომენტარი
4.6
Mercedes SLK - ეგოისტური სასიამოვნო გამოცდილება
Mercedes-Benz SLK-klasse 2.3 კუპე
Mercedes SLK - ეგოისტური სასიამოვნო გამოცდილება

კაბრიოლეტის ყოლა ბავშვობის ოცნება იყო, თუმცა პრაქტიკულობიდან გამომდინარე შესაძლოა SLK არ არის სწორი არჩევანი კაბრილეტის ოცნების ასახდენად. 

სანამ აღნიშნულ მანქანას შევიძენდი რამდენიმე ვარიანტს განვიხილავდი, ერთ-ერთი იყო BMW Z4 თუმცა არჩევანი ჰარდ ტოპზე შევაჩერე და SLK შევიძინე.

ექსტერიერი საკმაოდ მიმზიდველი, დახვეწილი დიზაინით, სპორტული შესახედაობით. გარეგნობა და შინაგანი სამყარო ერთმანეთთან კარგად არის დასინქრონებული

ინტერიერი - არ არის კომფორტით გადაძეძგილი, რეალურად ამის საჭიროებაც ნაკლებად გაქვს, სპორტული ავტომობილია რომელსაც ყველა საჭირო ფიჩერი აქვს.

გამძლეობა - ეს იყო პარამეტრი რომელმაც ჩემი დიდი გაკვირვება და გაოცება გამოიწვია, აღნიშნული ავტომობილი შევიძინე 2009 წელს,5 წლის განმავლობაში მყავდა და მანქანას არაფერზე, აბსოლიტურად არაფერზე პრობლემა არ შექმნია. აქ ბუნებრივია არ იგულისხმება გეგმიური სამუშაოები, ზეთის შეცვლა, ფილტრები და ა.შ. ამასთან პერიოდული ჩეკ-აპებიც გვქონდა 4 თვეში ერთხელ.

მანქანა იყო ძალიან დინამიური, მსუბუქი, მარტივი სამართავი - კარგი მანევრით, საკმაოდ სწრაფი - მაქსიმალური სიჩქარე ჩემთან ყოფნის პერიოდში განავითარა 245 კმ/სთ თუმცა ეს ერთხელ იყო და მეტჯერ არ გაგვიმეორებია. მიუხედავად იმისა რომ საკმაოდ მსუბუქი და პატარა ზომებისაა სიჩქარე არ იგრძნობა, გადახდის შემთხვევაში სახურავი საკმაოდ მარტივად იკეცება და თავსდება საბარგულში, საბარგულის მოცულობის ნახევარს იკავებს სახურავი თუმცა შესაძლებელია ორი მოცულობითი ჩემოდანის ან ჩანთის მოთავსებაც.

კაბრიოს ყოლა ნამდვილად დიდი სიამოვნებაა, თუმცა ერთადერთი რაც უნდა გაითვალისწინოთ SLK -ს შეძენისას არის რომ რაღაც მომენტებში აუცილებლად გჭირდება მეორე მანქანაც. ყოფილა შემთხვევები რომ 3 ადამიანიც მოვთავსებულვართ თუმცა უკან სკამების არ ქონა რაღაც მომენტში დისკომფორტს გიქმნის. 





ბავშვობის სურვილები და რომანტიზმი პრაქტიკულობამ ჩაანაცვლა და  გადავწყვიტე რომ დრო იყო შევლეოდი ჩემ პირველ და უკანასკნელ კაბრიოს, მთლიანობაში საოცრად დადებითი და კარგი გამოცდილება დამიტოვა, სიამოვნებით ვიყოლიებდი ახალი თაობის SLK -ს თუ პარალელურად მეორე ავტომობილიც მეყოლება :) 

4.6
შეფასების ავტორი
შეფასების თარიღი
2021-04-02 08:14:29
მფლობელობა
3-5 წელი

ავტომობილის შეფასება

ავტორისგან
4.6
გარეგნობა
5
კომფორტი
4
უსაფრთხოება
4
მართვის ხარისხი
5
საიმედოობა
5
გარეგნობა
5.0
მართვის ხარისხი
5.0
საიმედოობა
5.0
კომფორტი
4.0
უსაფრთხოება
4.0

პლიუსი და მინუსი

ავტორისგან
+
გამავლობა, მართვა, საიმედოობა, სალონის მოცულობა, დინამიკა, კონტროლი, დიზაინი, გარეგნობა
-
საბარგულის მოცულობა, ხმისიზოლაცია
+
გამავლობა, მართვა, საიმედოობა, სალონის მოცულობა, დინამიკა, კონტროლი, დიზაინი, გარეგნობა
-
საბარგულის მოცულობა, ხმისიზოლაცია

კომენტარები