
ერთი შეხედვით 3000$-ის ფარგლებში მეტი რა უნდა ინატრო მანქანის შეძენის მსურველმა, მაგრამ, მოგეხსენებათ, რომ იდეალური არაფერია და არც ჩვენი სიმპატიური იაპონელია გამონაკლისი, სამწუხაროდ, ყველაზე დიდი მინუსი, რამაც შეიძლება ძალიან მარტივად გათქმევინოს უარი ყველა ზემოთხსენებულ ბენეფიტზე, არის საწვავის მოხმარება. როცა ავტომობილის შესაძენად 3000$ გაქვს გათვლილი, ლოგიკურია, რომ ყოველ გავლილ 100 კილომეტრზე 15 ლიტრი ბენზინის დაწვა არ გაქვს გეგმაში.
თუმცა მისი გაუმაძღრობა აქ არ მთავრდება და მინდა გითხრათ, რომ 15 ლიტრი ქალაქის გადატვირთულ და შუქნიშნებით სავსე გზებზე მეტნაკლებად ოპტიმალური ვარიანტია და თუკი შენში რალის მძღოლმა გაიღვიძა (რასაც ნამდვილად უნდა ელოდო ძალიან მგრძნობიარე გაზის პედლისა და დახვეწილი მანევრის ფონზე, ესეც თუ არ აღმოჩნდა საკმარისი, მაშინ თვითონვე მიხვდები, რომ მანქანა აქეთ გეკაჩავება წყნარი სიარულისას და თითქოს ცოტასაც გაცდის და შენ თუ არა თვითონ დაიწყებს გაზაობას) ან გოგო სახლში მარტო გელოდება, მაშინ 20 ლიტრსაც მშვენივრად გადაამუშავებს თავისი 2 ლიტრიანი "კუჭით". ხო, რაც მთავარია ნუ იფიქრებ, რომ ხარჯებს რომელიმე უბნის "კალონკის" სპეციალური ფორმულით შედგენილი ბენზინით შეამცირებ.
სუბარუ გემოვნებით გამოირჩევა და მხოლოდ პრემიუმ კლასის საწვავითა და ასევე მაღალი ხარისხის ზეთით კმაყოფილდება, სხვა შემთხვევაში აუცილებლად დაიმახსოვრებს, რაც ჩაიდინე და დაგარწმუნებს, რომ კარგად ნაცნობი მეტსახელი "სტუკბარუ" თურმე მართალი ყოფილა.
საწვავის საკითხი ასე იმიტო განვავრცე რო მეტი განსაკუთრებული მინუსი ნამდვილად არ აქვს ამ მანქანას და ამავე დროს ეს ისეთი მინუსია, რომ როგორც ზემოთ აღვნიშნე, ნამდვილად დაგაფიქრებს გიღის თუ არა ის მართვის სიამოვნება, რასაც გვთავაზობს ეს მოდელი.
2 წლიანი მფლობელობის პერიოდში აუტოსერვისში ალბათ 3 ჯერ თუ ვიქნები მისული, ისიც ნაკლებად მნიშვნელოვან საკითხებზე (რაზვალის ტულკა, სტერჟინი, ნაკანეჩნიკი), იმის ფონზე, რომ მანქანას გავლილი აქვს 180 000 კმ, მოვიხმარ ყოველდღიურად და არ ვმართავ პენსიონერივით, დამეთანხმებით რო არაჩვეულებრივი შედეგია, თუმცა, როგორც ვახსენე ეს შედეგი შესაბამისად მზრუნველობიდან (ბენზინი მხოლოდ პრემიუმი, ზეთის შეცვლა არაუმეტეს 4500 კმ) გამომდინარეობს.
ვისთვის არის ეს მანქანა
თუ ხარ ავტომოყვარული, თუ შენთვის მანქანა უბრალოდ გადაადგილების საშუალებაზე მეტია, გიყვარს "გაზაობა" ან უბრალოდ გინდა ნამდვილი გამორჩეული, დახვეწილი ვიზუალის მქონე მანქანა გყავდეს და არა ელექტრო ჩაიდანი, არ გაქვს დრო და ნერვები აუტოსერვისში ხშირად სარბენად, არ გიწევთ ყოველ დღე რამდენიმე ათეული კილომეტრის გავლა, ხარ ფინანსებში შეზღუდული (2500$-3000$) და გიღირს შენი შემოსავლის საკმაოდ დიდი პროცენტი ამ ყველაფრად მაშინ გეტყოდი რო ბევრი აღარ იფიქრო, რადგან 2 წლის წინ მეც ზუსდაც შენნაირ სიტუაციაში ვიყავი, ვიყიდე ეს ავტომობილი და 1 წამითაც არ მინანია.
არ შემიძლია არ აღვნიშნო ამ ავტომობილის და ზოგადად სუბარუს უნიკალური და ყველაზე შთამბეჭდავი ოფცია, Symetrial All Wheel Drive, ეს ფუნქცია ცალკე აღებული შეგვიძლია დავუპირისპიროდ ყველა სხვა პლიუსს, თუ უგზოობაში გიწევს სიარული ან უბრალოდ გართობა გინდა, მაშინ ნამდვილად გაგიმართლა, რადგან თოვლი და ტალახი ამ მანქანის საყვარელი გზის საფარია, ამ დროს ის ერთი ორად უფრო გამორჩეული ხდება და გიყვარდება უფრო მეტად. უგზოობაში იმაზე ბევრად მეტს გაძლევს, რასაც ელოდი.
ვისთვის არ არის ეს მანქანა
თუ უბრალოდ მანქანას ეძებ, რომელსაც გადასაადგილებლად და ხშირად შორი მანძილის დასაფარად გამოიყენებ, მაშინ ნამდვილად არ აქვს აზრი ამ ავტომობილს, რადგან ერთია საწვავის მოხმარება და მეორე, რომ კომფორტი უცხო სიტყვაა მისთვის და შორ გზაზე სიარულისას ყველაფერი დაგავიწყდება, დანიშნულების ადგილზე სწრაფად მისვლის გარდა
ასევე თუ მანქანა, შენთვის მხოლოდ გადაადგილების საშუალებაა და მანქანით გართობის მუღამი დღემდე ამოუხსნელად რჩება, მაშინ ბევრი სხვა უკეთესი ვარიანტიც შეგიძლია მოძებნო.
ვინ შეიძლება დაფიქრდეს
თუ მაინც გული გწყდება საწვავის გამო, არის კიდევ ვარიანტები, ამ "პრობლემის მოსაგვარებლად", ადვილი მისახვედრია, რომ ჩემი შეფასება ტურბინიან ძრავს ეხება, მაგრამ არსებობს უტურბინო ვარიანტიც, რომელიც შედარებით ეკონომიურია და შესაბამისად სიმძლავრეც ნაკლებია
არის კიდევ ერთი მომენტი, რომ ტრასაზე და ქალაქში ამ მოდელს დიდი სხვაობა აქვს საწვავის მოხმარების კუთხით, ქალაქში საშუალო წვა თუ 15 ლიტრია, ტრასაზე ეს მაჩვენებელი 8-9 ლიტრამდე ჩამოდის, რაც, ჩემი აზრით, საკმაოდ ნორმალურია, ასე რომ, ტრასაზე თუ უფრო მეტად გიწევს სიარული ღირს დაფიქრება.
და, რა თქმა უნდა, ტრადიციული ქართული ეკონომიური ვარიანტი - გაზი, ეს მოდელები ძალიან კარგად მუშაობს ბუნებრივ გაზზეც და თხევადზე უკეთესად (მე მაინც ვერ ვიმეტებ), ასე რომ, საწვავის მოხმარება კიდევ 40-50%-ით შეიძლება შემცირდეს, მგონი ამაზეც ღირს დაფიქრება,
შეჯამება
მოკლედ რო შევაჯამო, იცით ამ მანქანის პლიუსებიც და მინუსებიც და უკვე ინდივიდუალრი გადასაწყვეტია, საჭიროებიდან გამომდინარე.
მე რაც შემიძლია გირჩიოთ არის ის, რომ თუ გადაწყვეტთ შეძენაცს და მზად ხართ ყოველ თვე ხელფასის მეოთხედი ბაკში ჩაასხათ, მაშინ ნამდვილად არ დარჩებით სხვა არაფრით უკმაყოფილო.

