SONY-ის ეპატაჟური გამოსვლა

 6 იანვარს Las Vegas- ში ტექნოლოგიურ გამოფენაზე „Consumer Electronic Show 2020“  სრულიად მოულოდნელად , იაპონურმა კომპანიამ Sony-იმ საზოგადოებას განუცხადა , რომ მასაც სურს ავტოინდუსტრიაში შემობიჯება და წარმოგვიდგინეს პრემიუმ კლასის ელექტრო პროტოტიპული მოდელი Sony Vision-S. სურათები რომ ვნახე, უცებ დავფიქრდი სადმე ხომ არ მყავდა ნანახი, მაგრამ როგორ ? ეს ხომ სრულიად ახალი მოდელია, თუმცა მერე გამახსენდა, რომ Porsche Taycan-ს ძალიან ჰგავს. ამ პროექტზე Sony-იმ ისეთ კომპანიებთან ერთად იმუშავა, როგორებიცაა Blackberry, Bosch, Nvidia და სხვები. პროტოტიპული მოდელი აღჭუვილია 360 reality audio სისტემით, 33 შიდა და გარე სენსორით. ტექნიკურ მაჩვენებლებს რაც შეეხება: მას აქვს წინა და უკანა 200 კვტ სიმძლავრის ელექტრო ძრავი და 0-დან 100-მდე 4,8 წამში შეეძლება აჩქარება. პრეზენტაციამ ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა დაგვიტოვა, თუნდაც იგეგმება კი სერიული წარმოება ?  
#SLIDER




განთავსებულია:2020-01-08 11:53:47
ნახვა:0