2021 Toyota GR Yaris
პარასკევს 10 იანვარს Tokyo-ში საერთაშორისო ავტო შოუზე, „Tokyo Auto Salon" ტიოტამ შემოგვაპარა პატარა დაკუნთული სათამაშო Toyota GR Yaris, რომელიც 2021 წლიდან იქნება ხელმისაწვდომი. ეს პატარა სუპერ-დუპერ კომპლექტაციითა აღჭურვილი, როგორიცაა: წინა და უკანა ბლოკირება, სრული ამძრაობა (AWD), 6 საფეხურიანი გადაცემათა კოლოფი, BBS-ის 18-იანი დისკები და Michelin Pilot Sport 4 S-ის საბურავები (225/40/ZR18). ის პატარაა, მაგრამ დიდი გულით დაასაჩუქრეს, სამ ცილინდრიანი 1.6 ლიტრის turbo ძრავით, რომელიც გამოიმუშავებს 268 ცხენის ძალას, ხოლო მანქანის მასა სულ რაღაც 1280 კგ-ს შეადგენს. ძარის ნაწილები მაგალითად: კაპოტი და კარებები ალუმინისგან დაამზადეს, ხოლო სახურავი კარბონისგან.
იაპონელებს 25,000 ცალი GR Yaris-ის წარმოება მოუწევთ, რათა შემდეგ წელს რალის მსოფლიო ჩემპიონატში (WRC) შეძლონ მონაწილეობა. აღნიშნულ მოდელის შექმნაში მონაწილეობდნენ Toyota Gazoo Racing და Tommi Makinen Racing ამიტომაც გამოვიდა სასწაული სათამაშო. აჩქარებას რაც შეეხება : 0-დან 100-ს 5.5 წამში ავითარებს და მაქსიმალური სიჩქარე კი 230 Km/h შეადგენს.
პირადად მე მისი დიზაინი არ მომწონს, მეტიც პირველად რომ შევხედე შთაბეჭდილება დამრჩა თითქოს hyundai veloster-ის მინი ვერსიას ვათვალიერებდი. მოკლედ თუ მოგეწონა მაშინ გაამზადე $36,000 = 104,350 ₾
#SLIDER
