როგორ მოვუაროთ მანქანას კარანტინის პერიოდში
მიმდინარე მოვლენების გამო, ალბათ ავტომობილის გამოყენება თქვენც გაცილებით იშვიათად გიწევთ და ძირითადად სადგომზე გყავთ გაჩერებული. ამ დროს ჩვენი ერთგული მეგობრის მოვლა და გაფრთხილება მნიშვნელოვანია, რაშიც ჩვენი 5 რჩევა დაგეხმარებათ:
საწვავი - გაუფრთხილდი საწვავის ტუმბოს, თვითიზოლაციის პერიოდში ნუ გამოსცდი ბედს, ჩაასხი მინიმუმ ნახევარი ავზი საწვავი, ამით შენ დროსაც დაზოგავ და ფინანსებსაც. 
აკუმულატორი - თუ ჩვენ კვირაში ერთხელ გვიწევს პროდუქტებისთვის გასვლა, შუალედში ჯობია ერთხელ მაინც დაქოქო მანქანა, რათა დარწმუნდე ყველაფერი ისევ ისე გამართულად მუშაობს თუ არა? სასურველია იქონიო ე.წ (Перемычки ) აკუმულიატორის დამტენი (car battery charge) 
მზისგან დაცვა - მზე გვათბობს, ჰაერში გაზაფხულის სურნელი ტრიალებს, თუმცა დადებითს უარყოფითიც მოსდევს. თუ ფარეხი არ გაქვს და მანქანა მზეზე გყავს გაჩერებული, გამოიყენე მზის სხივისგან დამცავი ფარდა (windshield shades for cars), ასევე შეგიძლია ჩრდილიანი ადგილიც მოძებნო და გაუფრთხილდე მანქანის საღებავს.
საბურავების წნევა - საბურავი მანქანის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც ჩვენს უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი. თანამედროვე მანქანები TPMS-ის სენსორითა აღჭურვილი, რომლის მეშვეობითაც ვგებულობთ, თუ რომელ საბურავს აკლია წნევა. დიდხანს დგომისგან შეიძლება საბურავმა დაშვება დაიწყოს, ამიტომ აუცილებელია შევამოწმოთ წნევა და საბურავის ზოგადი მდგომარეობა. სასურველია ვიქონიოთ მანქანის ნასოსი-კომპრესორი,რათა საჭიროების შემთხვევაში სწრაფად დავბეროთ დაშვებული საბურავი. 

P.S. შემდეგ ბმულზე https://bit.ly/2Xepi2T შეგიძლია გაეცნო ავტომობილის დეზინფექციის ზოგად რჩევებსაც.
