2020 Ducati Streetfighter V4- ღმერთების მოტოციკლი



 დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, კულისებიდან გამობრძანდა 2020 წლის Ducati Streetfighter. იტალიელები ორ ვერსიას გვთავაზობენ ჩვეულებრივი V4 და უფრო მსუბუქი V4S, რომელსაც ექნება ნახევრად აქტიური ელექტრონული დაკიდების სისტემა Öhlins-ის ბრენდის და Marchesini-ის ნაჭედი (кованый) დისკები, რომლის მეშვეობითაც ის 2კგ-თი მსუბუქი იქნება სტანდარტულ მოდელთან შედარებით.  მაგალითად Ducati Streetfighter V4-ის წონა 201 კგ-ს შეადგენს ხოლო V4S-ის 199 კგ.  

თავისი არსით 2020 წლის Ducati Streetfighter V4 თითქმის იგივეა, რაც 2020 Ducati Panigale V4. ალბათ ლეგიტიმური კითხვა გაგიჩნდება: ეს როგორ ? Streetfighter V4 და Panigale V4 ორივე მოდელი, აღჭურვილია 208 ცხენის ძალიანი, ერთი და იმავე 1,103 კუბური სანტიმეტრის მოცულობის Desmosedici Stradale 90-degree V4 ძრავით, თუმცა 100 კმ/სთ-მდე Streetfighter-ს მაბრუნი მომენტი 30 %-ით მეტი აქვს ვიდრე Panigale V4-ს.

მართვისას შეგიძლია აირჩიო შეთვის სასურველი რეჟიმი: Race, Sport და Street, ასევე Streetfighter V4-ს აქვს ისეთი ოფციები, როგორიცაა:

  • ABS Cornering EVO
  • Traction Control (DTC) EVO 2
  • Slide Control (DSC)
  • Wheelie Control (DWC) EVO
  • Power Launch (DPL)
  • Quick Shift up/down (DQS) EVO 2
  • Engine Brake Control (EBC) EVO
  • Electronic Suspension (DES) EVO (V4 S ONLY)


 2020 წლის Ducati Streetfighter V4 უფრო კომფორტულია ვიდრე მისი უფროსი ძმა Panigale V4. ინჟინრებმა სავარძელი ოდნავ 25 mm-თი ქვემოთ დაწიეს, საჭე კი სიმაღლეში და განშიც გაზარდეს, ის მაქსიმალურად მორგებულია ქალაქის პირობებისთვის. Streetfighter V4 აღჭურვილია Akrapovič-ის გამოსაბოლქვი სისტემით (exhaust system) და Pirelli Diablo Rosso Corsa II საბურავებით წინ:120/17 ZR17 უკან კი 200/60 ZR17. მოკლედ ღმერთების მოტოციკლის ფასი, ევროპაში €20,000 ევროდან დაიწყება.

#SLIDER

განთავსებულია:2020-04-09 21:55:43
ნახვა:0