2020 Mini Sidewalk Edition - „მექანიკა" დაგვიბრუნდა

 

 რამდენიმე წლის წინ ამერიკაში შეწყდა მექანიკური კოლოფებით MINI-ის გაყიდვები. ყველას ეგონა, რომ „მექანიკა“ წარსულს ჩაბარდა, მაგრამ ბაზარმა დაგვანახა რომ მასზე მოთხოვნა ისევ მაღალია რა უნდა ექნა ბრენდს ? გაყიდვებზე უარს ხომ არ იტყოდნენ ? 
ინჟინრები შეუდგნენ ახალი ვერსიის დამზადებას და აი ისიც, თქვენს წინაშეა საკულტუ მოდელი: Mini კაბრიოლეტი Sidewalk Edition. ის აღჭურვილია 6 საფეხურიანი, მექანიკური გადაცემათა კოლოფით და Cooper S-ის ოთხცილინდრიანი,  2,0 ლიტრი მოცულობის, 192 ცხენის ძალიანი ტურბო ძრავით. თუ მექანიკასთან არ მეგობრობ, მოგიწევს  $1,500-ის დამატება, სანაცვლოდ კი მიიღებ ორმაგი გადაბმულობით 7 საფეხურიან DCT კოლოფს.


 „Sidewalk Edition“ ეს არის სპორტულობისა და ელეგანტურობის საუკეთესო ნაზავი, ამ მანქანით არ მოიწყენ და მუდამ ყურადღების ეპიცენტრში იქნები. ახალი მინი ხელმისაწვდომი იქნება ორ ფერში ლურჯი (Deep Laguna)  და შავი (MINI Yours Enigmatic Black). ინტერიერი გაწყობილია მაღალი ხარისხის ტყავით (MINI Yours Leather Lounge Sidewalk), მულტიფუნქციური საჭე, კოკპიტზე ლამაზადაა ჩაშენებული, ტრადიციული მინის 8.8 დუიმიანი სენსორული ეკრანი. მინიში შეხვდები ისეთ ოფციებს, როგორიცაა: მძღოლის დამხმარე პაკეტი (Active Driving Assistant), Apple CarPlay სისტემა, ნავიგაცია, Harman Kardon-ის აუდიო სისტემა, ორ განყოფილებიანი კლიმატ კონტროლი და სხვა. 2020 Mini Sidewalk-ის ფასი: $39,250-დან დაიწყება.




#SLIDER

განთავსებულია:2020-04-10 16:24:02
ნახვა:0