2021 Citroen Ami - მომავლის ტრანსპორტი
2020 წლის ივნისში, Citroen-ი აპირებს გამოუშვას ელექტრო კვადროცხიკლი, რომელსაც მათვის მოწმობა არ დაჭირდება, ეს კი ბევრისთვის შვებაა, რადგან მართვის მოწმობის აღება ერთი დიდი თავის ტკივილია. მოდი დავკონკრეტდები, საფრანგეთის კანონმდებლობით მოზარდს 14 წლიდან შეუძლია მართოს ავტომობილი, ხოლო გერმანიაში კი 16 წლიდანაა ნებადართული.
მოკლედ Citroen Ami იქნება მოპედის ალტრენატივა, რომელიც გაცილებით უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი იქნება, რომლის მეშვეობითაც A-პუნქტიდან B-ში კომფორტულად გადავაადგილდებით, არ შეგვაშინებს ცუდი ამინდი. თუ მსოფლიო კოვიდ-19-ს მალე დაამარცხებს, Citroen Ami-ის წარმოება იგეგმება: ესპანეთში, პორტუგალიაში, ბელგიაში, იტალიაში და გერმანიაში. მისი ფასი 6,000 ევრო იქნება და თუ წინასწარ შესატანს 2644 ევროს შეიტან, დანარჩენი თანხა თვეში 20 ევროთი შეგიძლია დაფარო.
ტექნიკური მონაცემები
Citroen Ami-ი 485 კილოგრამს იწონის, მისი სიგრძე 2410 მმ, ხოლო სიგანე 1390 მმ, ის აღჭურვილი იქნება მოკრძალებული 6 კილოვატიანი ელექტრო ძრავით. მისი მაქსიმალური სიჩქარე 45 კმ/სთ იქნება, ეს სიჩქარე კი ქალაქისთვის საკმაოდ ნორმალურია. Citroen-ს ექნება 5.5 kWh სიმძლავრის ლითიუმ-იონის ელემენტი (lithium-ion battery) და ერთი დამუხტვით 70 კმ-ს გავლა შეგვეძლება და სრულად დამუხტვას სამი საათი დასჭირდება. კარის ფანჯრები ელექტრო არ იქნება თუმცა მექანიკურად შეგვეძლება მისი გაღება, გვექნება ჰიდრავლიკა, კლიმატ კონტროლი, სმარტფონის სამაგრი, Bluetooth დინამიკები, რათა მუსიკას მოუსმინო შენი ტელეფონიდან, USB დამტენი.
დასკვნა
პატარა ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტია, ზუსტად ასეთი ტრანსპორტი სჭირდება ჩვენაირ გადატვირთულ ქალაქებს. ვისურვებდი თბილისში მეტად განვითარდეს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რომელიც ელექტრო მობილებისთვისაა საჭირო.
#SLIDER
