როგორ შევარჩიოთ სკუტერი

 

 საქართველოში საკმაოდ პოპულალურია სკუტერები, ის ეკონომიური და მოქნილი ტრანსპორტია. ალბათ ერთხელ მაინც გვიფიქრია სკუტერი ხომ არ მეყიდა ? მოკლედ ამ სტატიაში ვისაუბრებ თუ როგორ უნდა ავარჩიოთ სკუტერი და რა უნდა გავითვალისწინოთ შეძენისას. 
დავიწყოთ იქიდან რომ cc ეს არის კუბური სანტიმეტრი, რომელიც სკუტერის თუ მოტოციკლის ძრავის მოცულობას აღნიშნავს. მაგალითად 50 cc სკუტერს მართვის მოწმობა არ ჭირდება, ხოლო 125 cc ძრავიანი ტრანსპორტი, რომ მართო შენ დაგჭირდება A1 კატეგორიის მართვის მოწმობა.


სანამ პირველ ორ ბორბლიან ტრანსპორტს იყიდი, მოდი ჩვენ თავს კითხვები დავუსვათ:

  • სად უნდა იარო სკუტერით ?
  • რას ელი მისგან ?
  • ახალი თუ მეორადი ?
  • რამდენია შენი ბიუჯეტი ?

ახალი - რა თქმაუნდა ახალი ყველაფერი კარგია, მათ შორის სკუტერიც. ახლის უპირატესობა ის არის, რომ ოფიციალური გარანტია მოყვება, პირველი პატრონი იქნები და სწორი ექსპლუატაციის პირობებში დიდხანს გასიამოვნებს, გაყიდვაც არ გაგიჭირდება თუმცა ახალი სკუტერის ფასი 3,600 ლარიდან იწყება და 6000 ლარამდე ადის თუ მეტი არა, რაც უკვე სოლიდური თანხაა.

ბაზარზე ფართო არჩევანია: შეგიძლია იყიდო ევროპული, იაპონური ანდაც ჩინური სკუტერები. სანამ სკუტერს იყიდი, მოიძიე მეტი ინფორმაცია იმ ბრენდზე რომლის ყიდვაც გადაწყვეტილი გაქვს. 

მეორადი - მეორადი სკუტერის ფასები 900 ლარიდან იწყება და ფასი შეიძლება 2,000 ლარიც შეადგინოს, დამოკიდებულია მის გამოშვების წელსა და მდგომარეობაზე.  მეორადის ყიდვა გამართლებულია იმით, რომ შეიძლება ორი კვირა იარო ქალაქში და ერთ მშვენიერ დღეს მიხვდე, რომ შენი საქმე არ ყოფილა სკუტერი, შესაბამისად იაფიანი კარგი ტრანსპორტის გაყიდვა სწრაფად უფრო გაგიადვილდება ვიდრე ძვირიანის.

2 ტაქტიანი ვიყიდო თუ 4 ტაქტიანი ? 

ორ ტაქტიანი ძრავა - მას არ აქვს მუშტა ლილვი (camshaft) და სარქველი (valve), შესაბამისად მისი მოვლა უფრო მარტივია და იოლია. ორ ტაქტიან ძრავს არ ჭირდება ზეთის რეგულარული ცვლა, ზეთი იწვება საწვავათან ერთად და ყოველ 700-800 კილომეტრში ერთხელ საჭიროებს ზეთის ჩამატებას, მას არ არ ჭირდება „ცეპის“ ცვლა. ორ ტაქტიანი ძრავა უფრო მძლავრია.

უარყოფითი მხარეები - ორ ტაქტიანი ძრავა, ეკოლოგიური არაა, ის მუშაობს ხმაურიანად და მეტი გამონაბოლქვი აქვს, როგორც ზემოთ აღვნიშნე ზეთი იწვება საწვავთან ერთად, შესაბამისად უნდაა შეეგუო იმას, რომ სამოსზე ყოველთვის გექნება ზეთის არომატი. ის შედარებით ბევრ საწვავს მოიხმარს, საშუალოდ 100 კილომეტრზე 3-3,5 ლიტრს, ორ ტაქტიანი ძრავა უფრო მალე ცვთება.

ოთხ ტაქტიანი ძრავა - მას აქვს ორი კლაპანი, აქედან ერთი კლაპანი პასუხისმგებელია ძრავაში საწვავისა და ჰაერის შეშვებაზე, ხოლო მეორე აირის გამოშვებაზე. ოთხ ტაქტიანი ძრავა ეკოლოგიურია, არ ბოლავს და ზეთის სუნიც არ შეგაწუხებს, ასევე ჩუმია და ცოტა საწვავს მოიხმარს, საშუალოდ 100 კილომეტრზე 2-2,5 ლიტრი. ოთხ ტაქტიანი ძრავა უფრო საიმედო და გამძლეა.

უარყოფითი მხარეები - ოთხ ტაქტიან ძრავზე, ყოველ 2,000 კილომეტრის გავლის შემდეგ, მოგიწევთ სარქველის (valve) დარეგულირება, ზეთი უნდა შეუცვალო  ყოველ 1000-1,500 კილომეტრის გავლის შემდეგ, სერვისი უფრო ძვირი ჯდება.


#SLIDER

განთავსებულია:2020-05-05 20:08:54
ნახვა:0