2021 Honda Civic Type R - Limited Edition

 


 თუ Honda Civic Type R იშვიათი მოდელია, მაშინ Civic Type R Limited Edition-ზე, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის ულტრა-იშვიათია. მსოფლიოს მასშტაბით 1,000 ეგზემპლარი იქნება ხელიმსაწვდომი :

ამერიკა - 600

კანადა  - 100

ევროპა -  100

იაპონია - 200

აქ საინტერესო ის არის, რომ 2021 წლის Honda Civic Type R Limited Edition-ის ზუსტი ფასი ჯერ არ არის ცნობილი, მაგრამ ამ ფაქტს კანადელებისთვის ხელი არ შეუშლია, ორი დღის წინ კანადის ბაზრისთვის განკუთვნილი 100 ეგზემპლარი, რეკორდულ დროში 4 წუთში ამოიყიდა. ამისთვის კი საჭირო იყო დეპოზიტის სახით, მხოლო 1,000 კანადური დოლარის შეტანა.  

ტექნიკური მონაცემები - ულტრა-იშვიათი სივიკი, ტრადიციულად წინა წამყვანია. ის აღჭურვილი იქნება 306 ცხენის ძალიანი, ოთხცილინდრიანი ერთრიგა 2.0 Turbo VTEC ძრავით, 6 საფეხურიანი გადაცემათა კოლოფი და თვითბლოკირებადი დიფერენციალით. მას 0-დან 100-მდე სულ რაღაც 5 წამი ჭირდება.


Civic Type R Limited Edition ფოკუსირებულია ტრეკისთვის ის 12.7 კილოგრამით მსუბუქია, ვიდრე Type R. თუ კარგად დავაკვირდებით დავინახავთ, რომ მისი წინა და უკანა ბამპერებიც განსხვავდება სტანდარტულისგან. Limited Edition უფრო დაკუნთული და აგრესიულია.

ყველა ლიმიტირებული მოდელის ძარა შეღებილი იქნება ყვითელ ფერში „Phoenix Yellow“. მას ექნება Brembos-ს მუხრჭუები, 18-იანი BBS-ის მსუბუქი ალუმინის დისკები და Michelin Pilot Sport Cup 2 rubber-ის საბურავები, რომელიც შესანიშნავ მოჭიდებას უზრუნველყოფს.



p.s. საინტერესოა ულტრა-იშვიათი Civic Type R Limited Edition თუ შეძლებს ტრეკზე Renault Mégane R.S. Trophy-R-ზე უკეთესი შედეგის ჩვენებას ? 

#SLIDER 

განთავსებულია:2020-06-10 12:20:00
ნახვა:0