„ველური ცხენი“ ხმაურიანად დაბრუნდა



 13 ივლისს, ამერიკის დროით 8 p.m, Ford Bronco-ს პრეზენტაცია გაიმართა. 24 წლის შემდეგ „ველური ცხენი“ ხმაურიანად დაბრუნდა. მასში შერწყუმილია, როგორც 60-იანი წლების, ასევე თანამედროვე დიზაინი. შეგიძლია აირჩიო, ორკარიანი ან ოთკარიან მოდელი, მათი ფასი კი შემდეგნაირია:

  • ორკარიანი $28,500-დან დაიწყება
  • ოთხკარიანი კი $34,695-დან
 

2021 წლის Ford Bronco-ს ჩარჩოიანი კონსტრუქცია (рамная конструкция ) აქვს, ის Ford Ranger T6-ის პლატფორმაზეა აწყობილი. წინა დამოუკიდებელი საკიდარი აქვს, ხოლო უკან გაუჭრელი ღერძი (неразрезной мост). Ford გვთავაზობს, სარიგებელ კოლოფის (Раздаточная коробка) ორ ვარიანტს, ძირითადი სხვაობა მათ გადაცემის რიცხვშია, შეგვიძლია ავირჩიოთ 2,72 ან 3,06. Bronco აღჭურვილია 315/70R17 ზომის სპეციალური საბურავებით.


საბაზისო მოდელი აღჭურვილი იქნება ერთრიგა ოთხცილინდრიანი, 2.3 EcoBoost (274 ცხ.ძ - 420 ნ.მ.) ძრავით. ის დაწყვილებულია Getrag-ის შვიდ საფეხურიან გადაცემათა კოლოფთან ( 6+1 Crawler Gear) თუ „მექანიკა“ არ მოგწონს, გვაქვს ალტერნატივა ათ საფეხურიანი ავტომატი. საბაზისო მოდელისგან განსხვავებით, შეგვიძლია უფრო მძლავრი „ველური ცხენის“ შეძენა, რომელსაც 314 ცხენის ძალიანი, 2.7 EcoBoost V-6 ძრავა ექნება.



ინტერიერი გაწყობილია წყალგაუმტარი ქსოვილით, ხოლო ინჟინრებმა ყველა ღილაკს ჰიდროიზოლაცია გაუკეთეს. Bronco-ს კოკპიტში ჩაშენებულია თაჩ-სქრინ მონიტორი 8 ან 12 დუიმიანი. ის აღჭურვილია Ford-ის საფირმო SYNC4 სისიტემით, ინოვაციური Co-Pilot360 გრადუსიანი დამხმარე ფუნქციით, cross-traffic alert, Trailer Sway Control და სხვა. Bronco-ს ნავიგაცია მუშაობს, როგორც ონლაინ, ასევე ოფლაინ რეჟიმში. ქუჩების გარდა შენ შეგიძლია იხილო უგზოობის მარშუტები, როგორიცაა: NeoTreks AccuTerra-ს, Trails Offroad, FunTreks და სხვა.



Ford-მა შეკვეთების მიღება უკვე დაიწყო, ამისთვის კი მინიმუმ $100 დეპოზიტის გაკეთებაა საჭირო. 2021 წლის Ford Bronco-ს, პირდაპირ კონკურენტად Jeep Wrangler მოიაზრება.






განთავსებულია:2020-07-14 20:20:51
ნახვა:0