2020 Hungarian Grand Prix - 17-19 ივლისი

 გასულ კვირას, ვიხილეთ  საკმაოდ დაძაბული და სანახაობრივი რბოლა ავსტრიაში, შტირის ავტოდრომზე თუმცა ეს ყველაფერი არაა, რადგან წინ გველის კიდევ უფრო დიდი შერკინება, რომელიც 2020 წლის ფორმულა 1-ის კალენდრის მიხედვით, 19 ივლისს უნგრეთში უნდა ჩატარდეს.

2020 Hungarian Grand Prix-ის  პრაქტიკა გაიმართება შემდეგ რიცხვებში:

  • 17 ივლისი Practice 1 დაწყების დრო - 13:00 - 14:30
  • 17 ივლისი Practice 2 დაწყების დრო - 17:00 - 18:30
  • 18 ივლისი Practice 3 დაწყების დრო - 14:00 - 15:00

რაც შეეხება Hungarian Grand Prix-ის კვალიფიკაციას, ის 18 ივლისს 17:00 საათზე დაიწყება, ხოლო რბოლა, კვირას 19 ივლისს ჩატარდება. პილოტებს ჯამში 70 წრის გავლა მოუწევთ, მთლიანი გასავლელი მანძილი 306.63 კილომეტრია. 2019 წლის უნგრეთის გრან პრის, ყველაზე სწრაფი წრის (Lap Record 1:17.103) ავტორი Max Verstappen გახლავთ.


ისტორია - ქალაქ ბუდაპეშტიდან, სულ რაღაც 26 კილომეტრში, შეგხვდება პატარა ტრადიციული უნგრული სოფელი Mogyoród. აქ მდებარეობს Hungaroring-ის ავტოდრომი, ის 1986 წელს აშენდა. ავტოდრომი 14 მოსახვევისგან შედგება. ერთი სრული წრის მანძილი 4,381 კმ-ს შეადგენს.


1986 წლის 10 აგვისტოს, პირველად უნგრეთის გრან პრი გაიმართა. რბოლა ძალიან დაძაბული გამოდგა, მთავარი შერკინება Nelson Piquet-სა და Ayrton Senna-ს შორის შედგა. გამარჯვება დაძაბულ ორთაბრძოლაში, Williams-Honda-ს საჯინიბოს მრბოლელმა Nelson Piquet-მ მოიპოვა, პოდიუმზე მეორე ადგილი Ayrton Senna-ს ერგო, ხოლო მესამე ბრიტანელ მრბოლელს Nigel Mansell-მ.




განთავსებულია:2020-07-16 12:38:45
ნახვა:0