ყველაზე ექსკლუზიური ლამბო - Aventador SVJ Roadster Xago Edition


 ახალმა კორონავირუსმა (Covid-19) შეცვალა ჩვენი ქცევა, შეხედულებები და ცხოვრებისეული რიტმი. ვირუსმა გარდაქმნა ბიზნესის როლი და მისი წარმოების მეთოდები. პანდემია ბიზნესისთვის ერთგვარ გამოწვევად იქცა. იტალიურმა კომპანიამ კრიზისი, როგორც შესაძლებლობად ისე დაინახა და მომხმარებლებს ახალი ექსკლუზიური პროდუქტი შესთავაზა, რომლის შეკვეთაც მხოლოდ ონლაინ ვირტუალური სტუდიის Ad Personam-ის მეშვეობითაა შესაძლებელი.
ლამბორგინის
 ვირტუალური სტუდიით Ad Personam-ით სარგებლობა 2008 წლიდანაა შესაძლებელი. სტუდია ფიზიკურად ლამბორგინის სათავო ოფისში, ბოლონიაში მდებარეობს. იტალიელებმა სლოგანიც შესაბამისი შეარჩიეს „MAKE IT UNIQUE, MAKE IT YOURS“. იტალიაში ვიზიტი არ მოგიწევს, მაგრამ იმისათვის რომ შეკვეთა Ad Personam-ით განახორციელო, უნდა მიმართო ადგილობრივ ლამბორგინის ოფიციალურ წარმომადგენელს, ამის შემდეგ საქმეში ერთვება შენი პერსონალური მენეჯერი, ის გეხმარება Ad Personam-ში გარკვევაში. ამ პროცედურების გავლის შემდეგ პერსონალური მენეჯერი უკავშირდება ქარხანას, სადაც ინიშნება ვიდეოკონფერენცია. სულ რაღაც ხუთ სამუშაო დღეში ლამბორგინის წარმომადგენლები, კომპიუტერული მოდელირების მეშვეობით, ქმნიან ექსტერიერის ექსკლუზიურ დიზაინს, ხოლო სამი დღეში ინტერიერის დიზაინს.



რაც შეეხება Lamborghini Aventador SVJ Xago Edition-ის ტექნიკურ მონაცემებს აქ ყველაფერი უცვლელია. ლამბო აღჭურვილი იქნება 6.5 V-12 ძრავით და დაწყვილებული იქნება 7-საფეხურიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან. Xago Edition 770 ცხენის ძალასა და 720 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. 0-დან 100-მდე გასავითარებლად სულ რაღაც 2.9 წამი დასჭირდება, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე 350 კმ/სთ იქნება.



Xago Edition-ის ფასი ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა გაცილებით ძვირი ეღირება ვიდრე ლიმიტირებული Lamborghini Aventador SVJ Roadster, რომლის ფასიც $573,966-დან იწყება, 

 

 
#SLIDER



განთავსებულია:2020-07-22 17:38:08
ნახვა:0