Donkervoort - ნიდერლანდური სიგიჟე
„No Compromise“ - კომპრომისების გარეშე, ასეთია კომპანიის სლოგანი, რომელიც ნიდერლანდების ქალაქ ლელისტედშია ბაზირებული. 2019 წელს კომპანია Donkervoort მეტად საპასუხისმგებლო გამოწვევის წინაშე დადგა, მათ უახლოვდებოდათ კომპანიის დამაარსებლის, Joop Donkervoort-ის 70 წლის იუბილე, შესაბამისად მათი მთავარი ამოცანა იყო შეექმნათ რაღაც ახალი შედევრი.
წარმოუდგენლად დიდი შრომის ფასად, Donkervoort-ის გუნდმა ბუმბერაზული მოდელი D8 GTO-JD70 შექმნა. ეს არის ახალი სიტყვა ავტოინდუსტრიაში, სულ 70 ეგზემპლარი იქნება ხელმისაწვდომი. მისი ყოლა მხოლოდ რჩეულების ხვედრია.
„ნიდერლანდელი ჯადოქრების" სპორტული ავტომობილის სიგრძე 3,836 მმ, ხოლო სიგანე 1,850 მმ-ს შეადგენს. D8 GTO-JD70 სულ რაღაც 700 კილოგრამს იწონის, ალბათ გაგიკვირდებათ ეს როგორ მოახერხეს? ძარის დასამზადებლად გამოყენებულია, როგორც ნახშირბადის ბოჭკო (carbon fiber), ასევე კევლარი, ხოლო შასი კი ალუმინისა და ნახშირბადის ბოჭკოს სინთეზია.

Donkervoort D8 GTO-JD70, უკანა წამყვანია, ის აღჭურვილია 421 ცხენის ძალიანი Audi-ის 2.5 TFSI ძრავით და 5 საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფით. 0-დან 100-მდე გასავითარებლად სულ რაღაც 2.7 წამი ჭირდება. შერეულ რეჟიმში 100 კილომეტრზე 8 ლიტრ საწვავს მოიხმარს, მისი მაქსიმალური სიჩქარე შეზღუდულია 280 კმ/სთ-ზე. შეიძლება ციფრი გეცოტაოს, მაგრამ არ დაგავიწყდეს, ის რომ ამ გენიალური სპორტული მანქანის ჩაჭიდება 2G-ს აღწევს და ეს არის მსოფლიოში პირველი სერიული 2G სპორტული ავტომობილი, რითითაც კომპანია Donkervoort ამაყობს.
მოჭიდებას უზრუნველყოფს სპეციალურად ამ მოდელისთვის დამზადებული საბურავები: Nankang AR-1 წინ: 235/45 R17 უკან 245/40 R18. რაც შეეხება მუხრუჭებს: ის აღჭურვილია Tarox-ის ბრენდის ექვსდგუშიანი მუხრუჭის კავით. ინჟინრება წინ 310 უკან კი 285 მმ-იანი მუხრუჭის დისკებით აღჭურვეს.
ინტერიერი მინიმალისტურია, ნახშირბადის ბოჭკოსგან დამზადებული სპორტული სავარძლები, სპორტული საჭე, ციფრული ხელსაწყოთა პანელი და რაც მთავარია: არანაირი სენსორული ეკრანი და ზედმეტი ელექტროობა! დიახ ეს არის ჭეშმარიტი ავტომოყვარულის მანქანა, სადაც ყველაფერს ადამიანი განკარგავს და არა ხელოვნური ინტელექტი.
კომპანია Donkervoort-მა, შეკვეთების მიღება 2020 წლის 11 ივნისიდან დაიწყო, საიუბილეო მოდელის ფასი €198,000-დან იწყება და როგორც ზემოთ აღვნიშნე სულ 70 ეგზემპლარი დამზადდება.
