შუქდიოდიანი ხელთათმანი - კიდევ ერთი საჭირო ნივთი

ამერიკულ ინტერნეტ-მაღაზია Amazon-ში, უჩვეულო ნახევრად ხელთათმანი გამოჩნდა გასაყიდად. ამ ხელთათმანის მთავარი ხიბლი და უცნაურობა იმაში მდგომარეობს, რომ საჩვენებელ და ცერა თითზე შუქდიოდიოდებია მოთავსებული. უცნაური ხელთათმანების მეშვეობით ცუდი განათების პირობებში შევძლებთ კომფორტულად საბურავის შეცვლას თუ სხვა სამუშაოების ჩატარებას. კვლევის თანახმად ადამიანის საჩვენებელი და ცერა თითი უფრო ჩართულია მუშაობის პროცესში ვიდრე სხვები, ამიტომაც შემქნელებმა შუქდიოდით აღჭურვეს. 



ხელთათმანების განათებას ლითიუმ-იონური CR2016 ტიპის ელემენტები უზრუნველყოფს, თითო ხელთათმანის მუშაობის ხანგძლივობა 30 წუთია. კომპლექტს მოყვება მინიატურული სახრახნისი, რის მეშვეობითაც შევძლებთ ელემენტის შეცვლას. ხელთათმანების ფასი სულ რაღაც $13-ს შეადგენს. ეს ხელთათმანები დაემატა იმ აუცილებელ ნივთების ნუსხას, რომელიც ავტომობილში უნდა გვედოს.


განთავსებულია:2020-08-04 19:22:40
ნახვა:0