გაინტერესებს რისი თქმა სურს მანქანას ? Vol. 1

 თანამედროვე ავტომობილები უამრავი გადამწოდითაა აღჭურვილი. მისი მეშვეობით ავტომობილი, მძღოლთან კომუნიკაციას ამყარებს. როგორ ? ხელსაწყოთა პანელზე ანთებული ნათურების მეშვეობით. სიმბოლოები ავტომობილის მესიჯებია, რომელსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ თუ გვინდა, რომ დიდხანს გვემსახუროს ჩვენი საოცნებო ტრანსპორტი. დღევანდელ ბლოგ-პოსტში, ვისაუბრებ სიმბოლოების მნიშვნელობაზე.

  

Battery Light - აკუმულიატორის სიმბოლო, მოგვითხრობს იმაზე, რომ გამტარ ქსელში ძაბვა, დასაშვებზე ქვევით დაეცა. პრობლემა შეიძლება იმალებოდეს შემდეგ დეტალებში, როგორიცაა:

  • კლემები
  • აკუმულიატორი
  • ცვლადი დენის გენერატორი ე.წ. დინამო
  • სტარტერი

 
Oil warning - 
ჯინის ლამპარს და ფრინავ ხალიჩას ნუ ელოდები. ძრავში აუცილებლად შეამოწმე ზეთის დონე.

 
Check Engine - 
მართვის პანელზე, ჩეკის ნათურა თუ აინთო, ესე იგი აღმოჩენილია, რაღაც X გაუმართაობა. ასეთ შემთხვევაში, შენ კომპიუტერული დიაგნოსტირება დაგჭირდება.

 
Coolant Warning Light - 
ეს სიმბოლო მეტად მნიშვნელოვანია. ის მიგვითითებს, რომ ავტომობილს გაგრილების სისტემის პრობლემა აქვს. ასეთ შემთხვევაში ავტომობილი გააჩერე, გამორთე ძრავა და გაგრილებას დაუცადე. გაგრილებას დაახლოებით 20 წუთი დაჭირდება, შემდეგ კი შეამოწმე ანტიფრიზის დონე ავზში (Expansion tank), ასევე გაგრილების ვენტილატორი და მისი მცველი (რელე).

 
ABS warning light
მუცლის პრესის ვარჯიშებს კი არ გთხოვს, არამედ მიგითითებს, რომ შენი ავტომობილის ანტიბლოკირების სამუხრუჭე სისტემა არ მუშაობს.

 
Brake warning light
ხელის მუხრუჭია ამოწეული ან სამუხრუჭე სითხეს (Brake fluid) სჭირდება ჩამატება.

 
Airbag warning light
უსაფრთხოების ბალიშები არ მუშაობს.




 

განთავსებულია:2020-09-23 18:24:06
ნახვა:0