7 უცნობი ფაქტი Bugatti-ის ლოგოს შესახებ

 1909 წელს, საფრნაგეთის ქალაქ Molsheim-ში, კომპანია Bugatti დაარსდა. მას შემდეგ 111 წელი გავიდა, სამყარო რადიკალურად შეიცვალა, მაგრამ ყველაზე მდიდრული და ექსკლუზიური ბრენდის ლოგომ დროს გაუძლო. ზოგადად ლოგო ბრენდის ჩამოყალიბებისა და განვითარებისთვის, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დეტალია. დღევანდელ ბლოგ-პოსტში, მოგიყვებით 7 უცნობ ფაქტს ბუგატის ლოგოს შესახებ. 

დიზაინი - კომპანია Bugatti-ის დამფუძნებელს, სურდა ბრტყელი და უმაღლესი ხარისხის ლოგო, შესაბამისად, მთლიან დიზაინზე, თვით ეტორე ბუგატიმ იზრუნა. წლების განმალობაში, ზომები იცვლებოდა, მაგრამ საერთო დიზაინი ხელუხლებელი რჩებოდა.

ფერების მნიშვნელობა- წითელი ფერი, სიძლიერისა და ვნების აღმნიშვნელია, ხოლო თეთრი კი ელეგანტურობასა და სიდიადეს ასახავს. რაც შეეხება ცენტრში ეტორე ბუგატის ინიციალებს, რომელიც შავ ფერშია შესრულებული, სრულყოფილებასა და სიმამაცეს აღნიშნავს.

არტ-ნუვოს გავლენა- მე-20 საუკუნის დასაწყისში, არტ-ნუვოს სტილმა, ხელოვნებაში, არქიტექტურასა თუ დიზაინში, პოპულალურობის პიკს მიაღწია. გამონაკლისი არც ეტორე ბუგატი გახლდათ. ის არტ-ნუვოს ზეგავლენის ქვეშ მოექცა, ამის ნათელი მაგალითია, ლოგოში დატანილი 60 მარგალიტი, თუმცა მეორე ლეგენდის თანახმად: 60 მარგალიტი გამძლეობისა და სანდოობის აღმნიშვნელია.

სად მზადდება? - თანამედროვე Bugatti-ის ლოგო, გერმანიაში, ქალაქ შრობენჰაუზენში კომპანია Poellath GmbH & Co. KG Münz-ის სახელოსნოში მზადდება. აღნიშნული კომპანია 1778 წელს დაარსდა. სახელოსნოში 20-მდე პროფესიონალია დასაქმებული.

როგორ მზადდება? Bugatti-ის ლოგო, ხელით მზადდება და თითოეული ლოგო უნიკალურია და არ მეორდება.

მასალა - Bugatti-ის ლოგოს დასამზადებლად, 970 სინჯის ვერცხლს იყენებენ, ის სულ რაღაც 159 გრამს იწონის. მინანქრის საფარი, ტოქსიკურ ნივთიერებას არ შეიცავს, მასში გამოყენებულია სილიკატები და ოქსიდები.

დამზადების დრო- Bugatti-ის ერთი ლოგო, რომ დამზადდეს, იმდენივე დრო სჭირდება, რამდენიც კონვეირიდან, ერთი Ford F-150-ის პიკაპი, რომ ჩამოვიდეს.


განთავსებულია:2020-10-19 18:38:56
ნახვა:0