როგორ მივხვდეთ, ნაავარიებია თუ არა მანქანა ?
თანამედროვე სამყაროში, ავტომობილი აღარ წარმოადგენს ფუფუნების საგანს, თუმცა კარგი მეორადი ავტომობილის შეძენა, დიდი თავის ტკივილია, რადგან ყოველთვის არსებობს შანსი არაკეთილსინდისიერმა გამყიდველმა მოგვატყოს, დაგვიმალოს სიმართლე. დღევანდელ ბლოგ-პოსტსი ვისაუბრებ თუ როგორ უნდა გავიგოთ ავტომობილი ნაავარიებია თუ არა ?
მრუდე ღრეჩოები (зазоры) – თუ დიდ სივრცეს შეამჩნევთ, კაპოტს, ფრთასა და წინა მაშუქს შორის, ესე იგი ავტომობილის ესა თუ ის დეტალი უკვე შეცვლილია. ასევე ყურადღება უნდა მივაქციოთ სივრცეს: კარსა და ჩარჩოს შორის, წინა მაშუქებსა და ფრთას შორის, უკანა მაშუქები და სხვა.
სამაგრები - კარგად დაათვალიერეთ ავტოობილის სამაგრები, როგორიცაა: ჭანჭიკები და ქანჩები. მათ დემონტაჟის კვალი ყოველთვის ემჩნევათ.
სამღებრო სამუშაოები - ავტომობილი დღის სინათლეზე უნდა შეამოწმო, მას გვერდიდან შეხედე. აღდგენილ ავტომობილის ზედაპირი იდეალურად სწორი ვერ იქნება და თუ კარგად დააკვირდები, იოლად შევამჩნევთ ტალღებს. ცნობისთვის სამღებრო სამუშაოების დროს, ყველა დეტალი, როგორიცაა: ფრთა, კაპოტი, კარი თუ საბარგული იღებება ცალ-ცალკე, შესანამისად გადაბმის ადგილებში, დეფექტი იოლად შესამშნევია.
შუშის OEM მარკიროვკა - ავტომობილის გვერდითა შუშები და საქარე მინა, უმეტესად ერთი მწარმოებლისაა. შესაბამისად, შეადარეთ მათ ზედაპირზე დატანილი წარწერები. თუ რომელიმე შუშას, სხვა თარიღი აქვს ან სხვა ბრენდისაა, ესე იგი შუშა რაღაც მიზეზის გამო შეცვლილია. ეს კი გვაძლევს გონივრულ ეჭვს, რომ ავტომობილი ავარიაში მონაყოლია. სიმართლის დადგენა კი გამყიდველის კეთილ ნებაზე და პატიოსნებაზეა დამოკიდებული.
airbag - ოფიციალურ სერვის ცენტრში, კომპიუტერული დიაგნოსტირების მეშვობით შეამოწმეთ, რამდენად გამართულად მუშაობს, ავტომობილის უსაფრთხოების ბალიშები (airbag). ავარიის შემდეგ არის შემთხვევები, როდესაც აირბალიშების კაპსულებს არ ცვლიან.
