2006–2013 Nissan Qashqai-ის სუსტი წერტილები

 დღევანდელ ბლოგ-პოსტში ვისაუბრებ, პირველი თაობის Nissan Qashqai J10-ის შესახებ. საქართველოში, მისი ფასი $5,000-დან იწყება და ადის $9,000-მდე. ფასი, რა თქმა უნდა, დამოკიდებულია გამოშვების წელსა და მდგომარეობაზე. ერთი შეხედვით, Qashqai ეს არის დახვეწილი, ახალგაზრდული კროსოვერი. მისი პატარა გაბარიტების ხარჯზე, მარტივად შეძლებ დაპარკინგებას. 

ძარა - თანამედროვე ავტომობილების ძარა და მისი საღებავი ისეთი გამძლე არაა, როგორც ეს 30 წლის წინ იყო. გამონაკლისი არც ჩვენი პირველი თაობის Nissan Qashqai J10 გახლავთ. მას კოროზიისკენ მიდრეკილება აქვს. სანამ მანქანას იყიდი, მისი ძარა მეთუნუქეს კარგად შეამოწმებინე: დააკვირდი საქარე მინის ჩარჩოს, წინა ფრთებს, კაპოტს და წინა და უკანა ფრთის თაღს, ასევე საბარგულის კარის ჩარჩო. კოროზია ხომ არ აქვს ? თუ ლუქიანი ავტომობილის შეძენა გსურს, შეამოწმე, სალონში წყალი ხომ არ ჩამოდის? ამ პრობლემის აღმოფვრა, მისი ჟოლოფების გაწმენდითაა შესაძლებელი.  

ძრავა - ძირითადად გავრცელებულია, სამი ტიპის ძრავა

  • 1.6 L HR16DE I4 (ბენზინი)
  • 2.0 L MR20DE I4 (ბენზინი)
  • 1.5 L K9K I4 (დიზელი)

ბენზინის, 114 ცხენის ძალიანი 1.6 L HR16DE I4 ძრავა, სწორი ექსპლუატაციის პირობებში საკმაოდ საიმედოობით გამოირჩევა, არ ახასიათებს თავისტკივილები, თუმცა 60,000 კმ-ს გავლის შემდეგ შეიძლება ძრავის ბალიშების (Опоры двигателя) შეცვლა მოგიწიოთ. რაც შეეხება 141 ცხენის ძალიან 2.0 L MR20DE I4 ძრავს, მისი სუსტი წერტილი დგუშის რგოლებია (Поршневые кольца) და ეს შეიძლება ითქვას, რომ ქარხნული წუნია და ამ პრობლემის გამო ხშირად მოგიწევთ ძრავში ზეთის დამატება. ასევე ამ ძრავს, ცილინდრთა ბლოკის თავის (Головка блока цилиндров ) კედლები ძალიან თხელი აქვს და ერთ მშვენიერ დღეს, აალების სანთლების შეცვლისას ბზარი თუ გაუჩნდა „ბედს“ არ დააბრალო ესეც ქარხნული წუნის ბრალია. დიზელის 106 ცხენის ძალიანი, 1.5 L K9K I4 ძრავა, საკმაოდ გამძლეა თუმცა, ყოველ 90,000 კმ-ს გავლის შემდეგ, უნდა შეცვალოთ, ძრავის კბილანა ღვედი (Timing belt), ყურადღება უნდა მიაქციოთ თერმოსტატს და წყლის ტუმბოს. მათი რესურსი საშუალოდ 150,000 კილომეტრია, ხოლო ვარვარის სანთელის (Свеча накаливания) შეცვლა მოგიწევს 200,000 კილომეტრის შემდეგ, რაც შეეხება გამფრქვევი ფრქვევანას (Форсунка) 150,000. დაბოლოს, დიზელის ძრავში აუცილებლად ჩაასხი კარგი საწვავი, თუ გინდა, რომ ავტომობილმა დიდხანს გემსახუროს.

გადაცემათა კოლოფი - პირველი თაობის Nissan Qashqai J10-ის, გადაცემათა კოლოფებს, როგორც მექანიკურს, ასევე ავტომატურს თუ CVT ვარიატორულს, რაიმე სახის თავის ტკივილი არ ახასიათებს. თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ვარიატორულ გადაცემათა კოლოფს, არ უყვარს აგრესიული მართვის სტილი, სწრაფი დაძვრები. მთავარია არ დაგავიწყდეთ, რომ გადაცემათა კოლოფებში დროულად უნდა შეიცვალოს ზეთი, თუ გინდათ, რომ აიცილო ზედმეტი ხარჯი.

  • CVT ვარიატორულ გადაცემათა კოლოფში ზეთი, ყოველ 25-30,000 კილომეტრზე უნდა შეცვალო
  • ავტომატური გადაცემათა კოლოფში, ყოველ 50-80,000 კილომეტრის გავლის შემდეგ
  • მექანიკურ კოლოფში, ზეთის შეცვლა ყოველ 120,000 კილომეტრზეა საჭირო

საჭით მართვის სისტემა -  Nissan Qashqai J10 აღჭურვილია საჭის ელექტროგამაძლიერებელით, ის საკმაოდ საიმედოა და ხშირ რემონტს არ საჭიროებს, თუმცა უგზოობაზე ხშირად თუ გიწევს სიარული შეიძლება, როგორც ლარტყული საჭის მექანიზმა (реечный рулевой механизм) არასასიამოვნო ხმის გამოცემა დაიწყოს და მისი რესურსი 100,000 კილომეტრია, ასევე საჭის ლილვის მტვერდამცავის (пыльник рулевого вала) შეცვლა მოგიწიოს. მისი რესურსი 60-70,000 კილომეტრია.

სავალი ნაწილი - თუ Nissan Qashqai J10 სრული ამძრავია, მაშინ უნდა გაითვალისწინო, რომ მისი კარდანული ლილვის ჯვარედის რესურსი, 100,000 კილომეტრია. რაც შეეხება სხვა დეტალებს სავალში, როგორიცაა: ამორტიზატორები, ნახარის მილისები, ბურთულა სახსარი, საჭის საწევის ბუნიკი თუ განივი მდგრადობის სტაბილიზატორის შტანგები, 70-80,000 კილომეტრს ძლებს. მორგვის საკისარი კი 80-90,000 კმ-ს

 

 

 

განთავსებულია:2020-10-28 14:33:59
ნახვა:0