Baby Endurance International 2020
2020 წლის 12 დეკემბერს, საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის მხარდაჭერით (GASF), Simulexe Racing-ისა და ხორვატიული Assetto Corsa Croatia-ის ორგანიზებით, ოფიციალური საერთაშორისო ვირტუალური ენდურანს რბოლა გაიმართა. საქართველოდან შეჯიბრში, ათი საუკეთესო სიმ რეისერი იღებდა მონაწილეობას, ხოლო სხვადასხვა ქვეყნიდან კი 30 წარმომადგენელი.
ლეგენდარულ ავტოდრომ IMOLA-ზე, ვირტუალური რბოლა, ორი საათი გაგრძელდა. სრული 68 წრის განმავლობაში, ქართველი ავტომრბოლელი, სანდრო თავართქილაძე დომინირებდა და მიუხედავად მისი მდევარი Toskovic-ის მრავალგზის მცდელობისა, სანდროს მისთვის შანსიც კი არ მიუცია. Baby Endurance International 2020-ის რბოლა, რა თქმა უნდა, ქართველი ავტომრბოლელის, ავტოსპორტის სხვადასხვა დისციპლინაში მრავალგზის ჩემპიონის, სანდრო თავართქილაძის ტრიუმფით დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ სსსფ-ს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და „სიმულექს რეისინიგის” ერთობლივი მუშაობით, 2020 წელს ჩატარდა „Georgian Digital Championship 2020“-ის ჩემპიონატი, სადაც ქართველმა სიმრეისერებმა ძალიან დიდი გამოცდილება მიიღეს.
განთავსებულია:2020-12-15 14:07:43
ნახვა:0
