Myauto-ს ახალი მოდული, მანქანის არჩევას კიდევ უფრო გაგიმარტივებს

Myauto კავკასიაში ყველაზე დიდი ავტოპორტალია, ყოველთვიურად, 1.2 მილიონზე მეტი უნიკალური მომხმარებლითა და 250 000 განცხადებით. ჩვენი სტრატეგიული მიზანია შევქმნათ ეკოსისტემა, რომელიც მომხმარებლებს გაუმარტივებს არამხოლოდ ავტომობილის ყიდვა-გაყიდვას. ამასთანავე დაეხმარება გონივრული შენაძენის გაკეთებასა და მანქანის მოვლაში.

 

სწორედ ამ მიზნით განვაახლეთ საავტომობილო კატალოგი, სადაც, თითქმის, ყველა მარკისა და მოდელის შესახებ ზუსტი ინფორმაციის მოძიებაა შესაძლებელი, მათ შორის: აჩქარებაცხენის ძალაწვა და .. ყველაფერი, რაც გაგიმარტივებს სასურველი მოდელის არჩევას.

კატალოგში დავამატეთ ახალი მოდული: შეფასება, სადაც შეგიძლია, სხვადასხვა პარამეტრით, შეაფასო ყოფილი, ან შენი ამჟამინდელი ავტომობილი. ატვირთო ავტომობილის ფოტოები და დატოვო ზუსტი აღწერა, ამ გზით შენ გაუზიარებ სხვებს ავტომობილის უპირატესობებს თუ ნაკლოვანებებს და დაეხმარები სწორი არჩევანის გაკეთებაში. მოდულში 5-ბალიანი სისტემით შეფასდება: მანქანის დიზაინიპრაქტიკულობამართვის ხარისხიუსაფრთხოებასაიმედოობა და სხვა მნიშვნელოვანი პარამეტრებიშეფასების ბლოკში შეგროვდება ავტომობილის შესახებ ზუსტი და უტყუარი ინფორმაცია, თუ როგორია ის ყოველდღიურობაში ან გრძელვადიან მფლობელობაში. პოტენციურ მყიდველებს უმარტივებს არჩევანს, რამდენადაც ისინი ეცნობიან ავტომობილის შეფასებას უშუალოდ ავტომფლობელებისგან “.

შეფასების დაწერა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ტექსტუალური აღწერითა და ფოტოების დამატების შესაძლებლობით.

Myauto-მ უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში ბევრი მნიშვნელოვანი სიახლე შესთავაზა მომხმარებელს და დაამატა ახალი მოდულები, მათ შორის: პირველი ავტოაუქციონი საქართველოშიავტოსალონებიტექინსპექტირების მოდულიდაზღვევის მოთხოვნის შესაძლებლობა და სხვარაც  კიდევ უფრო გაუმარტივებს ავტომფლობელებს მანქანასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს.

განთავსებულია:2021-05-11 12:43:36
ნახვა:0