ავტორბოლის ისტორია და განვითარება საქართველოში
Მოტოსპორტი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტია, რომელიც სიჩქარისა და ადრენალინის მოყვარულებს დედამიწის ყველა კუთხიდან იზიდავს. თუმცა, ძალიან ცოტამ თუ იცის, როგორია მისი შექმნის ისტორია.
Რბოლის პირველი მანქანა
Რბოლის წარმოშობა თან სდევდა ბენზინზე მომუშავე პირველი ავტომობილის შექმნას, უფრო ზუსტად, შეჯიბრი გაიმართა 1887 წლის 28 აპრილს, საფრანგეთში. Სარბოლო ტრასა 2 კილომეტრის სიგრძის იყო და რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, მასში მხოლოდ ერთი მონაწილე - ჯორჯ ბუტონი მონაწილეობდა, რომელიც ბუნებრივია, გამარჯვებულადაც გამოცხადდა.
ამ მოვლენიდან 7 წლის შემდეგ, 1894 წლის 23 ივლისს, საფრანგეთში მოეწყო ახალი რბოლა, რომელიც მსოფლიოში პირველ მოტორიზებულ რბოლად მიიჩნევა. Პარიზიდან რუანამდე 127-კილომეტრიან ტრასაზე 102 მონაწილე დარეგისტრირდა, თუმცა მონაწილეობის უფლება მხოლოდ 25-ს დართეს. ამ დროს, შეჯიბრში მონაწილეობის საფასური 10 ფრანკი იყო. Შეჯიბრის გამარჯვებული გრაფი ჟიულ ფელიქს ფილიპ ალბერ დე დიონი გახდა, რომელმაც მანძილი 6 საათსა და 48 წუთში დაფარა. Მისი მანქანის საშუალო სიჩქარე, დღევანდელი გადმოსახედიდან საკმაოდ სასაცილო - 19კმ/სთ იყო.
Მიუხედავად იმისა, რომ პარიზში გამართული რუანის რბოლა პირველ რალის რბოლად ითვლება, ტერმინის - “რალი” - ფართო გამოყენება ასოცირდება მონტე კარლოს რალისთან, რომელიც გაიმართა 1911 წლის იანვარში.
რბოლა სწრაფად გავრცელდა მთელ ევროპაში. მოტოსპორტის მოყვარულებს მალევე შეეძლოთ ავტორბოლით სიამოვნების მიღება საფრანგეთში, ინგლისში, იტალიასა და გერმანიაში. თუმცა, პირველი მსოფლიო ომის გამო, რალი შეჩერდა და მხოლოდ 1924 წელს მონტე კარლოში განახლდა.

რალის განვითარება საქართველოში
დღეს Რუსთავის ავტოდრომი საქართველოში ერთადერთი მუდმივი სარბოლო გზაა. Ბოლო წლებში, კერძო ინვესტიციების წყალობით, რუსთავის ავტოდრომი დაიხვეწა და საინტერესო არქიტექტურის წყალობით თანამედროვე სახე მიიღო. თუმცა, მანამდე რუსთავის ტრასა იყო საბჭოთა კავშირში აშენებული მესამე და როგორც აღმოჩნდა, საბოლოო ტრასა, რომელიც შეიქმნა იმედით, რომ აქ ის აყვავდებოდა, როგორც რბოლის გული. Საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ტრასას წლების განმავლობაში არ ჩატარებია რეკონსტრუქცია, ამიტომაც მისი გამოყენება საკმაოდ რთული იყო.
Სწორედ ამ სირთულეების გამო, დღევანდელი პროფესიონალი მრბოლელები, რომლებიც ავტოსპორტით ბავშვობიდანვე დაინტერესდნენ, ტრასისა და პირობების უქნობლობის გამო, ქუჩის რბოლებში იღებდნენ მონაწილეობას და სარბოლო ავტომობილების აწყობაც თავიანთი ხელით უწევდათ. ამის ნათელი მაგალითია, მევლუდ მელაძე, რომელიც ავტოსპორტის სხვადასხვა მიმართულებით საქართველოს 19 გზის ჩემპიონია.
თუმცა, დროთა განმავლობაში ყველაფერი შეიცვალა და მაშინდელი ქართველი ქუჩის მრბოლებები დღეს სხვადასხვა საერთაშორისო ჩემპიონატის მრავალგზის გამარჯვებულები არიან. Მათ შორის კი გამორჩეულად მნიშვნელოვანია სანდრო მელაძის, დათა ქაჯაიას, ოთარ თავართქილაძის, არჩილ ბიძნაშვილისა და სანდრო თავართქილაძის მიღწევები. 
2022 წლის გამორჩეულ მოვლენათა რიცხვში კი ქალი ავტომრბოლელის ირინა ონაშვილის შედეგია, რომელმაც მევლუდ მელაძესთან ერთად საფრანგეთში, ქალაქ მარსელში, პოლ რიკარდის ფორმულა 1-ის ტრეკზე, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) მიერ გამართულ ავტოსპორტის მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ეს ისტორიული შედეგია, FIA Motorsport Games-ის ავტო სლალომში საქართველოს პირველი მედალი სწორედ ამ გამარჯვებით დაფიქსირდა.
Საქართველოში ავტორბოლის განვითარებას ხელი საგრძნობლად შეუწყო 2009 წელს GASF-ს (საქართველოს საავტომობილო ფედერაცია) დაარსებამ, რომელიც 2010 წლიდან საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის წევრია და საავტომობილო სპორტში კანონმდებელი ორგანიზაციის სტატუსი აქვს. ფედერაციის მხარდაჭერით ხშირად იმართება შეჯიბრები აღმართის დაძლევაში, დრიფტსა და წყვილთა რბოლაში. ასევე, მრბოლელებს შორის ძალიან პოპულარული ტიტულია თბილისის თასი და საქართველოს ჩემპიონობისთვის ბრძოლა.
