Როგორ შევარჩიოთ ავტომობილი
თუ ავტომობილების ინდუსტრიაში ახლა იწყებ გარკვევას, ან თუ უკვე ბევრი წელია, რაც ახალი ავტომობილი არ შეგიძენია, შესაძლოა, რთული იყოს მიხვდე საიდან დაიწყო. ამ შემთხვევაში, ალბათ, გაინტერესებს Როგორ უნდა გაარკვიო რომელი მანქანა შეესაბამება შენს მოთხოვნილებებს და თან, შეძლებს დიდი ხნის განმავლობაში გემსახუროს. თუმცა, კითხვებზე პასუხის პოვნა მარტივია, თუ მცირე კვლევას ჩაატარებ და არსებულ ბაზარს უკეთ გაიცნობ. Რაც მთავარია, როცა იცი როგორი ავტომობილი გჭირდება, შემდეგ იმასაც გადაწყვეტ სრულიად ახალი იყიდო, ავტოლიზინგი გააკეთო, თუ მეორად ავტომობილს დასჯერდე. Მაშ, ასე:
განსაზღვრე საჭიროებები
Სწორი არჩევანი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მოლოდინები გაქვს, როცა სასურველი მანქანა წარმოგიდგება თვალწინ. Ზოგიერთი ადამიანისთვის მანქანა განცხადება და მათი ხასიათის ან მდგომარეობის გამოხატულებაა, მაგალითად, რეტრო მანქანების მოყვარულები. Ზოგისთვის, დასვენების დღეებში ადრენალინის მოზღვავების და განტვირთვის საშუალებაა (სპორტული ავტომობილების მოყვარულები). Ასეთ შემთხვევებში, პრაქტიკულობა უკანა პლანზე გადადის და პრიორიტეტი ხდება ის, თუ როგორ გაგრძნობინებს თავს ავტომობილი.
თუმცა, მათთვის, ვისაც მანქანა ყოველდღიური ამბებისთვის სჭირდება, ყურადღების ცენტში ფუნციონალურობა ხვდება და არსებობს რამდენიმე საკითხი, რომელზეც მსგავსი მანქანის შეძენისას უნდა იფიქრო:
- Რამდენი ადამიანი უნდა გადაადგილდეს ავტომობილით ყოველდღიურად?
- დიდ გზას ხომ არ გადიხარ და ამ მიზეზით, საწვავის ეკონომია ხომ არ არის პრიორიტეტი?
- Რომელია აუცილებელი მახასიათებლები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს ავტომობილი? Მაგ: Სარეზერვო კამერა, ტყავის სავარძლები და ა.შ.
- უსაფრთხოების რომელი მახასიათებლებია მნიშვნელოვანი? მაგალითად, ბრმა წერტილების მონიტორინგი, ზოლიდან გასვლის გაფრთხილება ან იქნებ, ავტომატური გადაუდებელი დამუხრუჭება?
- რა მოცულობის ტვირთის გადატანა დაგჭრდება ავტომობილის საშუალებით?
- იყენებ თუ არა მანქანის საბავშვო სავარძლებს?
- ბუქსირებას გააკეთებ, თუ არა?
განსაზღვრე ბიუჯეტი
თუ ავტომობილის შეძენას ერთჯერადი ნაღდი ანგარიშსწორებით არ აპირებ, მაშინ კარგად უნდა გათვალო რა ფინანსები გჭირდება იმისათვის, რომ სასურველი ავტომობილი შეიძინო. აქ, მნიშვნელოვანი კითხვაა: რეალურად რა თანხის გადადება შეგიძლია ყოველთვიურად, რომ ავტომობილის შეძენასთან დაკავშირებული ხარჯები დაფარო? Პირველი და ყველაზე მთავარი წესია, რომ მანქანის შესაძენად საჭირო ყოველთვიური გადასახადი (მიუხედავად იმისა, ახალს შეიძენ თუ მეორადს) არ უნდა აღემატებოდეს ადამიანის ყოვეთვიური შემოსავლის 15%-ზე მეტს. ხოლო, თუ ავტოლიზინგზე ფიქრობ, მაშინ 10%-ზე მეტს. Რაც მთავარია, ავტომობილით გადაადგილების დამატებითი ყოველთვური ისეთი ხარჯებისთვის, როგორიცაა საწვავით მომარაგება და დაზღვევა, დამატებით, შემოსავლის საშუალოდ 10-12% მაინც უნდა გაითვალისწინო.
Შეადარე სხვადასხვა მარკის ავტომობილი
უკვე არჩეული გაქვს მანქანა, რომელიც გულით გინდა რომ შეიძინო? ეს სულაც არ არის გასაკვირი, მყიდველების უმეტესობა სწორედ ასე იქცევა. თუმცა, დღევანდელ მუდმივად ცვალებად ბაზარზე, შოურუმები თვალისდახამხამებაში იცვლება ახალი ახალი მანქანებით და ის, რაც არც კი გიფიქრია, შეიძლება იყოს ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებდეს, თანაც უკეთესად ან უკეთესი ფასით. Ხოლო, თუ მეორადი ავტომობილის შეძენას ფიქრობ, ამ შემთხვევაში, შესაძლოა სულაც შენი ოცნების მარკის მანქანა იპოვო მისაღებ ფასად და საუკეთესო მდგომარეობაში. Მეორადი მანქანების შემთხვევაშიც, დიდი შანსია გადააწყდე ავტომობილს, რომელიც ან არც იცოდი რომ არსებობდა, ან არ გეგონა თუ შენი ბიუჯეტის ფარგლებში ჩაეტეოდა.
ვფიქრობთ, ამ რჩევების გათვალისწინებით სასურველი ავტომობილის შერჩევისა და შეძენის გზა საკმაოდ გაგიმარტივდება. ხოლო, თუ უკვე მზად ხარ ძიების პროცესი დაიწყო, კიდევ უფრო მეტი კომფორტისთვის იმასაც შეგახსენებთ, რომ myauto.ge საქართველოში ავტომობილების ყველაზე დიდი ონლაინ მაღაზიაა, სადაც მანქანების ყველაზე ფართო არჩევანი დაგხვდება.
