რატომ უნდა აირჩიოთ ჰიბრიდული ავტომობილი
საავტომობილო ინდუსტრიის განვითარებასთან ერთად, მანქანების მოყვარულებისათვის უამრავი სასიამოვნო სიახლე დაინერგა და გაუმჯობესებული ძრავა შეიქმნა. სხვადასხვა მარკის მანქანების ვიზუალურ ელეგანტურობასა და დახვეწილობასთან ერთად, დღეს, თანამედროვეობის მოთხოვნებსა და საჭიროებებს ფეხს უწყობს ძრავაც. მათ შორის, მრავლად გვხვდება უსწრაფესი სპორტული ავტომობილები, მოცულობით დიდი მინივენები, რომლებმაც საოჯახო მოგზაურობები უნდა დაიტიონ, დატვირთული ქალაქებისათვის განკუთვნილი მცირე ზომის და ორკარიანი ავტომობილები და რაც მთავარია, სრულად ელექტრო და ჰიბრიდული მანქანები. როგორც წესი, მათთვის, ვინც ავტომობილში მოხმარების სიმარტივეს, ეფექტურ წვას, კომფორტულ გადაადგილებასა და უსაფრთხოებას აფასებს, ჩამოთვლილთაგან, საუკეთესო ვარიანტი ჰიბრიდული ავტომობილია. ამ ბლოგში კი, სწორედ იმის შესახებ მოგითხრობთ, თუ რატომ უნდა შეაჩეროთ არჩევანი ჰიბრიდულ ძრავაზე:
როგორ მუშაობს ჰიბრიდული ავტომობილი? 
ჰიბრიდული ავტომობილი მოიცავს ბატარეის ნაკრებს, ელექტროძრავას, რომლითაც ავტომობიი დაბალი სიჩქარით გადაადგილდება და საწვავის ძრავას, რომელიც ამუშავებს უფრო მაღალ სიჩქარეს, ასევე უზრუნველყოფს აღმართზე ასვლას და ბატარეის დატენვას. როგორც ამბობენ, ჰიბრიდები საწვავს სწორედ იმიტომ მოიხმარენ ძალიან ეფექტურად, რომ იყენებენ იმ ენერგიას, რომელიც სხვა შემთხვევაში, უბრალოდ უმიზნოდ დაიხარჯებოდა.
გზაზე, ელექტრო ძრავა რბილ და თანაბარ ძალას მატებს ავტომობილს, მაშინაც კი, როცა დიდი დატვირთვით საწვავის ძრავა მუშაობს. ეს მანქანას სწრაფ და გამართულ რეაგირებაში ეხმარება, განსაკუთრებით, ქალაქის პირობებში მართვისას. მნიშვნელოვანია, რომ ჰიბრიდები, არაჰიბრიდულ ავტომობილებთან შედარებით, საშუალოდ, საგზაო ტესტირებებისას უფრო მაღალ ქულებს იღებენ.
ამასთანავე, უხეშად რომ ვთქვათ, ჰიბრიდული მანქანების გამონაბოლქვიც ⅓-ით ნაკლებია სხვა ძრავებთან შედარებით. ეს შესაძლებელი ხდება ელექტროძრავას საშუალებით, ვინაიდან ჰიბრიდს ნაკლები საწვავის მოხმარება სჭირდება იმისათვის, რომ იგივე მანძილი გაიაროს, რაც მის კონკურენტებს.
ჰიბრიდული ავტომობილის უპირატესობები

მაღალი MPG: პირველ რიგში,უნდა ითქვას, რომ რაც უფრო მაღალია MPG, მით უფრო ეკომეგობრული და ეკონომიურია ავტომობილი. მაღალი MPG ნიშნავს, რომ თქვენ შეგიძლიათ კონკრეტული მანძილის გავლა ნკლები საწვავით შეგიძლიათ. ეს, თავის მხრივ, ნიშნავს, რომ საწვავის სევსებაც უფრო იშვიათად მოგიწევთ, ვიდრე ნაკლები MPG-ს მქონე ავტომობილებს.
ჰიბრიდული ჯიპების უმეტესობა, 35 MPG-ზე, ხოლო ჰიბრიდული სედანები 45 MPG-ზე მეტს იღებენ. ეს საშუალოდ, 40%-იანი გაუმჯობესებაა არაჰიბრუდულ მანქანებთან შედარებით.
მარტივი გამოყენებადობა: განსხვავებით წმინდად ელექტროძრავიანი ავტომობილისგან, ჰიბრიდის დატენვა საჭირო არ არის, არამედ საჭიროა, უბრალოდ და მარტივად შეავსოთ მისი ავზი ბენზინგასამართ სადგურზე.
რესურსების დაზოგვა: შემცირებული წვა, თავისთავად ნიშნავს შემცირებულ ხარჯებს. გარდა ამისა, ჰიბრიდული ავტომობილის მარკის კარგად შერჩევისას, შესაძლოა დაზოგოთ თანხები სამომავლოდ პოტენციურად საჭირო შეკეთების სერვისებზე. მაგალითად, საქვეყნოდ ცნობილია, რომ Toyota-ს მარკის ავტომობილები გამოირჩევიან უნიკალური გამძლეობით.
