ავტოინდუსტრია: 2024 წლის უახლესი მოდელები

2023-2024 წელი ავტომობილების ბაზარზე ძალიან მრავალფეროვანი აღმოჩნდა, ვინაიდან მწარმოებნელმა კომპანიებმა ბევრი ახალი, თუ ყველასათვის კარგად ცნობილი, მაგრამ განახლებული მოდელები წარმოადგინეს. შედეგად, სიახლეების გამოცდისა და შემდეგ, დაუფლების სურვილით შეპყრობილი ავტომოყვარულები, მოუთმენლად ელიან მათთვის სასურველი მანქანების გაყიდვების ბაზარზე გამოჩენას. სწორედ ამიტომ, ამ ბლოგში, 2024 წლის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და პოპულარულ მოდელებს გაგაცნობთ:


Toyota Grand Highlander 2024


Toyota საკმაოდ წარმატებული იყო თავისი მონოკოკური სპორტული ყველგანმავალი ავტომობილით (SUV-ით), უფრო ზუსტად, Highlander-ით, რადგან ის საუკეთესოდ მუშაობს და გადაადგილდება ურბანულ ჯუნგლებში. თუმცა, მწარმოებელს აკლდა სრულყოფილი ბუნების მქონე სრული 3-რიგიანი SUV-ი. მისი სხვა მოდელები, Sequoia და 4Runner-ი, ორივე SUV-ებია, რომლებიც გამოირჩევიან გამავლობით და ფავორიტები არიან ოფროუდისთვის, მაგრამ სულაც არ იკავებენ საუკეთესო ადგილს, როდესაც საქმე ქალაქში ყოველდღიურ მოძრაობასა და გადაადგილებას ეხება.


ასე რომ, ფიქრისა და მუშაობის შედეგად, Toyota-მ Grand Highlander-ის გამოშვება გადაწყვიტა, რომელიც კონკურენციას გაუწევს Kia Telluride-ს, Hyundai Palisade-ს და Chevrolet Traverse-ს. Toyota-ს ამ ახალი მოდელის ფასი 44,000$-დან იწყება. 


2024 BMW X5 and X6


შემდეგი და ბევრისთვის ძალიან სასიამოვნო სიახლე, BMW X5 და მისი კუპე ვერსია, X6-ია. BMW-მ ამ SUV-ების 2024 წლის ხაზი 2023 წლის 8 თებერვალს წარმოადგინა და მაშინ, ცნობილი გახდა, რომ ამ მოდელებს BMW-ს მოდელების უახლესი ინტერფეისი და მახასიათებლები ექნებათ. მათ შორის, მრუდი მინის ეკრანი, რომელიც როგორც ინსტრუმენტთა კლასტერს წარმოადგენს, ასევე გასართობ სენსორულ ეკრანს გულისხმობს. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ მთელი დიაპაზონი, ამჯერად, ელექტრიფიცირებულია 48-ვოლტიანი რბილი ჰიბრიდული სისტემით.


ამ ორი მოდელის წარმოება 2023 წლის აპრილში დაიწყო, და მათი გაყიდვებში ჩაშვებით, BMW X5 კონკურენციას Audi Q7, Mercedes-Benz GLE და Volvo XC90-ს უწევს, ხოლო X6, თავის მხრივ, გამიზნულია Audi Q8-ზე. 


X5 სპორტული ყველგანმავალი ავტომობილის 4 ვერსია იქნება ხელმისაწვდომი: 


  •  sDrive40i;
  • xDrive40i;
  • xDrive50;
  • M60i xDrive. 

მეორეს მხრივ, X6 Coupe მხოლოდ ორ ვარიანტში გვხვდება და ესენია:


  • xDrive40i;
  • M60i xDrive.

2024 Mercedes-Benz e-Sprinter


ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ამანათების მიწოდებისათვის (delivery-სთვის) განკუთვნილ მანქანებს შორის შესამჩნევია ტენდენცია, სადაც თითოეული მოდელის შემთხვევაში, მწარმოებელის მცდელობაა ავტომობილს გაუზარდოს საწვავის წვის ეფექტურობა. იმისათვის კი, რომ ამანათების ადრესატებისათვის მიწოდება ყველაზე სუფთა და ეფექტური გზით მოხდეს, საუკეთესო საშუალებაა ფურგონის ენერგიის წყაროს მიმცემი სისტემის ელექტრიფიკაცია. 

აშშ-ს ბაზრისთვის, eSprinter ხელმისაწვდომი იქნება 113.0 კვტ/სთ ბატარეით, რომელმაც საცდელად 295 მილი ავტობანზე  გაიარა. მიუხედავად იმისა, რომ მაქსიმალური სიჩქარე მხოლოდ დაახლოებით 75 მილი საათშია, მიღწეული ტესტის შედეგი ნიშნავს, რომ საბოლოოდ, მივიღებთ საკმაოდ კარგ დიაპაზონს ქალაქის პირობებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ამ მოდელის საბოლოო ფასი ჯერ არ არის საზოგადოებისათვის ცნობილი, სავარაუდოა, რომ eSprinter 2024 დებიუტი 2023 წლის მეორე ნახევრისთვის შედგება.


2024 Chevrolet Corvette E-Ray


პურისტებისთვის, ალბათ, დიდი დარტყმაა, რომ Chevy-მ Corvette E-Ray გამოუშვა, რომელიც შუაძრავიანი, სრულამძრავიანი, ჰიბრიდული კორვეტი. ეს შესაძლოა ბევრისთვის სიურპრიზიც კი იყოს, რადგან კორვეტი ყოველთვის ცნობილი იყო წინა ძრავითა და უკანა წამყვანი თვლებით, მაგრამ C8 თაობის შემთხვევაში, Chevrolet-მ ელექტრიფიცირებული მომავალი დაგეგმა და შედეგს Chevrolet Corvette E-Ray-ს სახით ვიხილავთ. ამ ეტაპზე, როგორც ექსპერტები ამბობენ, მოსალოდნელია, რომ ეს მანქანა ძლიერ გავლენას მოახდენს, 2024 წლის ავტომობილების ბაზარზე. 


E-Ray, ამერიკული ბაზრისთვის, საკმაოდ ხელმისაწვდომია, რადგან მისი ფასი 100,000$-ზე სულ მცირედით მეტია, თუმცა კონკურენციას უწევს მანქანებს, რომლებიც ზოგჯერ, მის ღირებულებას ორჯერაც კი აჭარბებენ, მაგალითად, ისეთებს, როგორიცაა Porsche 911 Turbo, McLaren GT, Audi R8 და ა.შ.


ამ დროისთვის, E-Ray Corvette ითვლება ყველა დროის ყველაზე სწრაფ წარმოების კორვეტად, რადგან შეუძლი განავითაროს 0-60 დრო, სულ რაღაც 2.5 წამში.

განთავსებულია:2023-09-26 10:57:06
ნახვა:0