
სამუშაო საათები
დაკეტილიაკომპანიის შესახებ
კომპანია მოპედ დეპო საქართველოს ბაზარზე 2017 წელს დაარსდა. იმისათვის, რომ უკეთ მოვრგებოდით ადგილობრივ სტანდარტებს, მოთხოვნასა და სხვა ქვეყნისთვის დამახასიათებელ საჭიროებებს, ჩვენ დიდი სიფრთხილით შევარჩიეთ ჩვენი პარტნიორი ბრენდები და მომხმარებლებს ხელმისაწვდომ ფასად ვთავაზობთ უმაღლესი ხარისხის უახლეს მოპედებსა და მათ აქსესუარებს. ჩვენ ვართ ექსკლუზიური წარმომადგენლები, მსოფლიოში ცნობილი ტაივანური ბრენდის Sym-ი, რომელიც გამოირჩევა ხარისხით და სანდოობით, Sym-ი უკვე გაიცნეს და შეიყვარეს ქართველმა მომხმარებლებმაც. ასევე ჩვენი პარტნიორი გახდა იტალიური ბრენდი Lambretta, რომელიც 1947 წლიდან მოყოლებული დღემდე, წარმოადგენს მსოფლიოში აღიარებულ ერთ-ერთ საუკეთესო ბრენდს. იგი აწარმოებს უმაღლესი ხარისხის მოპედებს და მათ აქსესუარებს. 2020 წელს კომპანია მოპედ დეპოს შემოუერთდა მსოფლიო ბრენდი GIVI. მისმა 42 წლიანმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ კომპანია გამოირჩევა საუკეთესო ხარისხის მოტოციკლისა და მოპედების აქსესუარებით. მოპედ დეპო მომხმარებლებს ხარისხიან პროდუქტთან ერთად, სერვისსაც სთავაზობს. მოპედ დეპოს სერვის ცენტრი მხოლოდ SYM-ისა და Lambretta-ს მოდელებს ემსახურება, ყველა სათადარიგო ნაწილის შეძენაც და სერვისიც ადგილზე შეგეძლებათ. ასე რომ, გვეწვიეთ შოურუმში, აირჩიეთ სასურველი მოდელი და #იმოძრავეთავისუფლად