
სამუშაო საათები
დაკეტილიაკომპანიის შესახებ
ნისანი ფართოდ აღიარებული და „დაფასებული“ იაპონური საავტომობილო ბრენდია, რომელსაც არსებობისა და განვითარების ხანგრძლივი ისტორია აქვს. ნისანის ავტომობილები გამოირჩევა ამტანობით, კომფორტითა და ეკონომიურობით. კომპანია „ჯეო ავტო“ 2007 წლიდან ნისანის მარკის ავტომობილების ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში. კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს ნისანის ავტომობილების რეალიზაცია, გაყიდვის შემდგომი საგარანტიო მომსახურება და ტექნიკური სერვისი, ასევე სათადარიგო ნაწილების როგორც საცალო გაყიდვა ასევე შეკვეთა. ნისანის სერვის ცენტრი აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უახლესი ტექნიკით და დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური კადრებით. კომპანიაში შეძენილ ნებისმიერ ავტომობილზე ვრცელდება ქარხნული გარანტია 4 წელი ან 100 000 კმ, რომელიც პირველი შესრულდება. „ჯეო ავტო“-ში შეძენილი ავტომანქანების განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ ისინი ზუსტადაა მორგებული ჩვენს გზებზე, კლიმატზე, ასვე საწვავზე და რაც მთავარია მომხმარებლის ბიუჯეტზე. კომპანიის პერსონალის მიზანია არ უგულვებელყონ მომხმარებელთა ნებისმიერი სურვილი და მაქსიმალურად დაკმაყოფილონ ისინი მათთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში და მათი შესაძლებლობებიდან გამომდინარე.

