
პირადი გამოცდილებით, საკმაოდ ნორმალური მანქანაა ფასთან მიმართბაში.
შეზღუდული ბიუჯეტის ფარგლებში ყიდულობ წლოვანებით ახალ ავტომობილს დაბალი გარბენით.
საშუალო კომპლექტაციის შემთვევაში გააჩნია ყველა საჭირო ფუნქცია, სავარძლების გათბობა და პარკინგი და ა.შ.
ჰეჩბეკის შემთხვევაში არის საკმაოდ მოქნილი ქალაქში სასიარულოდ.
პრობლემებიდან პირველი ადგილზე არის კოლოფი, იწვება კოლოფის კომპიუტერი, რომელსაც ცენტრი ცვლის გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში სრულიად უფასოდ, მეორე პრობლემა არის "სცეპლენია", ხშირია 1-2 სიჩქარიდან, ხანდახან 2-3-ში გადართვის შემთვევაში გაცხელებული მანქანა იწყებს ძაგძაგს, ეგეც მოგვარებადია, მაგრამ საბოლოოდ არ არის ისეთი პრობლემა, რომელიც დიდ დისკომფორტს შეგიქმნის. (პირადი გამოცდილებით)
ერთი სიტყვით მშვენიერი მანქანაა, რაც მთავარია ბევრ ჰიბრიდზე უფრო ეკონომიური, შესაბამისად ჩემი გადმოსახედიდან სრულად ამართლებს მოლოდინს და გადახდილ თანხას.