უკან

ლეგენდა რომელსაც ვეღარ იყიდი

8
2კომენტარი
5.0
ლეგენდა რომელსაც ვეღარ იყიდი
Mercedes-Benz W123 2.5 სედანი
ლეგენდა რომელსაც ვეღარ იყიდი

ალბათ ძალან ცოტა ადამიანს გაუმართლა და ჰქონია ამ მოდელთან შეხება და სამწუხაროდ ჩვენს გზებზე უკვე ძალიან იშვიათად გვხვდება. მინდა ცოტა გაგიზიაროთ, თუ როგორი იყო 1970-იანების მერსედესი, როდესაც ავტომობილებს ინჟინერები აკეთებდნენ და არა მარკეტოლოგები. ჩემმა ოჯახმა W123 250 1981 წლიანი 1995 წელს შეიძინა როგორც მახსოვს 40 K გარბენით და საკმაოდ კარგ მდგომარეობაში და ერთი ადმიანის ხელში იყო და მშვიდათ დადიოდა 2010 წლამდე 300000 კმ გაიარა ამ პერიოდში პრაქტიკულად პრობლემების გარეშე (ზეთი, ხუნდები, ღვედები აკუმულატორი და მსგავსი რათქმოუნდა ეცვლებოდა) 2010 წლიდან ჩემს ხელში იყო ანუ 300000 ჰქონდა გარბენი როდესაც გამოუცდელი მძღოლი დავჯექი საკმაოდ ასაკიან ავტომობილზე და ამ მომენტიდან იწყება ჩემი აღტაცება ავტომობილებით და ამ კონკრეტული მოდელით, პირველი რაც მიკვირდა ხოლმე ეწ ნათურები, რომლებიც ქარხნიდან მოყვებოდა ამ ავტომობილს და არცერთხელ არ გადამწვარა, უცებ შევეხოთ ტექნიკურ მხარეს 2.6 ძრავი m123 კარბურატორი 140 ც.ძ, 4 სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი, დამოუკიდებელი დაკიდება ოთხივე თვალზე ოთხივე მუხრუჭი დისკის, ცენტრალური საკეტი, ელ. შუშები, კონდიციონერი და ლუქი, რაც შეეხება სიარულს და კომფორტს ალბათ სიტყვებით შეუძლებელია გადმოცემა თუ არ გამოცდით თქვენთვითონ არ დამიჯერებთ აი რასაც ჰქვია იდეალური მანევრი იდეალური დგომა გზაზე იდეალური ხილვადობა სალონიდან და რაღაც არარეალური კომფორტი სიმშვიდის და სიჩუმის შეგრძნება, რომელსაც გრძელი კაპოტი და მერსედესის ნიშანი ამშვენებს და რომელიც მე სხვა ავტომობილებში ვეღარ ვნახე, მათ შორის მერსედესებშიც, რაც შეეხება ხარისხს 400 000 კმზე დამეჯახა სატვირთო ავტომობილი გაჩერებლზე და თითქმის 40 წლის შემდეგ ყველა უსაფრთხოების სისტემამ იდეალურათ იმუშავა და ნაკაწრის გარეშე გადმოვედი ავტომობილიდან, სამწუხაროდ ავტომობილი შეკეთებას აღარ ექვემდებარებოდა და ბოლოს 400 000 კმ გაიარა პრაქტიკულად უპრობლემოთ, ჩემი აზრით ასეთ ავტომობილებს აღარასდროს გამოუშვებენ ყველას გირჩევთ ერთხელ მაინც გაატაროთ და შეადაროთ დღევანდელ ავტომობილებს.

                   

5.0
შეფასების ავტორი
შეფასების თარიღი
2021-05-31 19:27:35
მფლობელობა
5 წელზე მეტი

ავტომობილის შეფასება

ავტორისგან
5.0
გარეგნობა
5
კომფორტი
5
უსაფრთხოება
5
მართვის ხარისხი
5
საიმედოობა
5
გარეგნობა
5.0
კომფორტი
5.0
უსაფრთხოება
5.0
მართვის ხარისხი
5.0
საიმედოობა
5.0

პლიუსი და მინუსი

ავტორისგან
+
მართვა, საიმედოობა, სალონის მოცულობა, კონტროლი, ხმისიზოლაცია, დიზაინი, გარეგნობა, სალონის დიზაინი, ტრანსმისია, აწყობის ხარისხი, საბარგულის მოცულობა, უსაფრთხოება, კომფორტი, ხილვადობა
-
დინამიკა, სერვისის ღირებულება, საწვავის მოხმარება
+
მართვა, საიმედოობა, სალონის მოცულობა, კონტროლი, ხმისიზოლაცია, დიზაინი, გარეგნობა, სალონის დიზაინი, ტრანსმისია, აწყობის ხარისხი, საბარგულის მოცულობა, უსაფრთხოება, კომფორტი, ხილვადობა
-
დინამიკა, სერვისის ღირებულება, საწვავის მოხმარება

კომენტარები