უკან

ლამაზი და კარგი

2
1კომენტარი
5.0
ლამაზი და კარგი
Hyundai Veloster 1.6 ჰეტჩბექი

ჯერ ცოტახანია რაც ეს ავტომობილი მყავს, თუმცა ვიზუალი ყოველთვის მომწონდა. რაც კარგი მხარე აქვს ამ ავტომობილს

უდაოდ არის ვიზუალი, სავარძლები აქვს ძალიან კომფორტული, ასევე ფორმა აქვს ძალიან მოსახერხებელი და კომპაქტური. ბიუჯეტური ავტომობილია და ფასთან შედარებით ყველანაირი ფუნქციები აქვს როგორიცაა "მულტი რული", სავარძლების გათბობა და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ მანქანა საკმაოდ სწრაფია, ნორმალური წვა აქვს, ქალაქში 8-9 ლიტრი და ტრასაზე მაქსიმუმ 6.5ლ. ჩემი ავტომობილი პანორამა ჭერით არის და სალონში იგრძნობა სივრცე, რაც კიდევ ერთი უპირატესობაა. ასევე, ავტომობილის ზომასთან შედარებით კარგი ტევადობის საბარგული აქვს და არც უკანა სავარძლები არ არის მოუხერხებელი. აუცილებლად აღსანიშნავია ისიც, რომ ძალიან კარგი აუდიო სისტემა აქვს და მარტივი მენიუ.

რაც შეეხება მინუსებს, არ აქვს კარგი ხმის იზოლაცია და უმეტესად, ველოსტერებს დიდი ზომის დისკები აქვთ, რახ დდის შედარებით უხეშს.


საბოლოო ჯამში, მე ძალიან კმაყოფილი ვარ და, ვფიქრობ, საკმაოდ კარგი ავტომობილია

5.0
შეფასების ავტორი
შეფასების თარიღი
2021-06-17 20:02:45
მფლობელობა
6 თვეზე ნაკლები

ავტომობილის შეფასება

ავტორისგან
5.0
გარეგნობა
5
კომფორტი
5
უსაფრთხოება
5
მართვის ხარისხი
5
საიმედოობა
5
გარეგნობა
5.0
კომფორტი
5.0
უსაფრთხოება
5.0
მართვის ხარისხი
5.0
საიმედოობა
5.0

პლიუსი და მინუსი

ავტორისგან

კომენტარები