რას ნიშნავს TPMS ?

 ეს კონკრეტული ნათურა ეკუთვნის (TPMS) და მაინც რას წარმოადგენს Tire Pressure Monitoring System ?  ის აკონტროლებს საბურავებში ჰაერის წნევას. არსებობს TPMS-ის ორი ვერსია: TPMS I და TPMS II. პირველი თაობის სენსორი TPMS I ხშირ შემთხვევაში არასწორ ინფორმაციას აწვდიდა მძღოლს და რაც მთავარია არ უთითებდა თუ, რომელ საბურავში იყო დაბალი წნევა. აღნიშნული ხარვეზი შემდგომში გამოსწორდა, დაიხვეწა.შემდეგი თაობის სენსორი TPMS II გვატყობინებს კონკრეტულ ინფორმაციას ოთხივე საბურავის შესახებ, რაც დიდი კომფორტია, მაგრამ კარგ მძღოლს ასეთი სენსორები ჩემი აზრით არ ჭირდება, რადგან შეუიარაღებელი თვალითაც ეტყობა, საბურავი დაშვებულია თუ არა. 90-იან წლებში ამერიკაში გახშირებული საგზაო შემთხვევები ხშირ შემთხვევაში გამოწვეული იყო, საბურავების გაუმართაობით, შესაბამისად 2000 წელს ამერიკის შეერთებული შტატების, ტრანსპორტის სამინისტრომ დაიწყო მუშაობა  FMVSS 138 კანონის შესახებ, რომელიც ავალდებულებდა მწარმოებლებს, ქონოდა  TPMS სენსორი. 

რომელ წლიან მანქანებს უყენიათ TPMS ?

ყველა იმ მანქანას, რომელიც გამოშვებულია შემდეგ წლებში:

2005 წლის 5 ოქტომბრიდან, 31 აგვისტოს 2006 წლამდე გამოშვებული მანქანების 20% აქვს TPMS-ის სისტემა,  ხოლო 2006 წლის 1 სექტემბრიდან, 2007 წლის 31 აგვისტომდე 70% აღჭურვილი TPMS-ით და ბოლოს ყველა ის მანქანა, რომელიც გამოშვებულია 1 სექტემბრის 2007 წლიდან ყველას აქვს აღნიშნული სისტემა.

როგორც საუბრის დასაწყიში აღვნიშნე, თუ (TPMS) ნათურამ აგინთო, შეამოწმე შენი მანქანის საბურავების წნევა. აღნიშნული ნათურა მაშინ ანთებს, როდესაც საბურავში 0,5 ბარით ნაკლებია ჰაერი. თუ მანქანის ყოველ დაქოქვისას 60-90 წამი ციმციმებს თქვენი (TPMS)-ის ნათურა, ხოლო ის ანთებული რჩება დისფლეიზე, ესეიგი აღნიშნული სენსორი მუშაობს არასწორად და უნდა მიმართო სერვისცენტრს.

 


განთავსებულია:2019-11-19 12:19:42
ნახვა:0