მოამზადე მანქანა ზამთრისთვის

 რამდენიმე კვირაში ზამთარიც გვესტუმრება, ბევრისთვის ზამთარი ახალ წელთან და წინა საახალწლო ფუსფუსთან ასოცირდება, ზოგიც კი სამთო-სათხილამურო სეზონის გახსნას სულმოუთმენლად ელის, მაგრამ მთავარი გვავიწყდება  ჩვენი მანქანა !  ჩვენ არ ვიცით წინასწარ თუ რა სურპრიზებს გვიმზადებს ზამთარი. არის ასეთი ლათინური ანდაზა „Amat victoria curat “ - გამარჯვებას მომზადება უყვარს. ამიტომ ჯობია თადარიგი დავიჭიროთ 

შეამოწმე: 

ანტიფრიზი ( Antifreeze ) - ზამთარში იცავს ძრავს გაყინვისგან და სიცხეში კი გვიცავს დუღილისგან. ანტიფირიზი ყოველ 3 წელიწადში ერთხელ მაინც უნდა შეიცვალოს, რადგან 3 წლის შემდეგ ვადა გასდის და კარგავს მის უნიკალურ თვისებებს. თუ არ გინდა, რომ ყინვამ ძრავა დაგიზიანოს შეცვალე ანტიფრიზი. 
ზამთრის საქარე მინის საწმენდი - იმისათვის რომ სისტემაში წყალი არ გაგვეყინოს, საჭიროა ჩავასხათ საქარე მინის საწმენდი სითხე, რომელიც განკუთვნილია ზამთრისთვის და არ იყინება. 
აკუმულიატორი - მისი მოქმედების ვადა 3 დან 5 წლამდეა, გააჩნია ბრენდს და მოდელს. თუ გინდა რომ დილით სამსახურში არ დაგაგვიანდეს, აუცილებლად შეამოწმე აკუმულიატორის მდგომარეობა. ზამთარში აკუმულიატორი მეტ დატვირთვას იღებს, ვიდრე თბილ დღეებში. ზამთარში დილით ცივზე მანქანას რომ ვქოქავთ, მთელი დატვირთვა მოდის აკუმულიატორზე, დაქოქვის შემდეგ ელექტროობის გენერატორი ე.წ. (დინამო), ნეიტრალში გაჩერებულ ჩვენი მანქანის აკუმულიატორს არ ტენის, ტყუილად ნუ დაწვავ საწვავს. აკუმულიატორის დატენვა მხოლოდ მაშინ ხორციელდება, როდესაც ვიწყებთ მოძრაობას, ცივზე აკუმულიატორიც არ იტენება
ძრავის ზეთი - როგორც ვიცით ზეთიც ძველდება და დაძველების შემდეგ, საჭირო მახასიათებლებს, უნიკალურ თვისებებს კარგავს, რაც იწვევს ძრავის დაზიანებას. დილით ცივზე დაქოქვისას თუ ძრავა გამოსცემს არასასიამოვნო ხმებს იცოდე, რომ ეს ცუდი ზეთის ბრალია და ის გამოსაცვლელია. ცივზე ძრავა არ ამუშაო მაღალ ბრუნზე, დაინდე მანქანა ! 
ზამთრის საბურავებიზამთრის საბურავის აღმნიშვნელი სიმბოლო ფიფქია.  მას გააჩნია სპეციალური პროტექტორი, ისინი უზრუნველყოფენ ეფექტურ მოჭიდებას რთულ კლიმატურ პირობებში, აგრეთვე უზრუნველყოფს მოცურების მინიმალურ ალბათობას , თუ ქალაქიდან არ გიწევს გასვლა, მაშინ ყველა სეზონის საბურავებითაც გამოხვალ იოლად 
ხუნდები - სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა მნიშვნელოვანია შენი უსაფრთხოებისთვის. აუცილებლად შეამოწმე სამუხრუჭე ხუნდები, დისკოები. ასევე შეამოწმე სამუხრუჭე სითხე, ის 3 წელიწადში ერთხელ მაინც უნდა შეცვალოს, რადგან 3 წლის შემდეგ სამუხრუჭე სითხეს გასდის ვადა და კარგავს თვისებებს. 
კლიმატ კონტროლი - აუცილებლად შეამოწმე მუშაობს კი გამართულად? ბოლოს როდის შეცვალე სალონის ფილტრი?  თუ კლიმატ კონტროლი არ გექნება გამართული, ვერ უშველი დაორთქლილ შუშებს, ვერ გათბები და ზამთარი გადაგექცევა პოლარულ ჯოჯოხეთად.





განთავსებულია:2019-11-19 13:32:39
ნახვა:0