როგორ დავწერო მანქანის აღწერა სწორად ?

 ინტერნეტში უამრავი განცხადებაა განთავსებული, ჩვენ ხომ ელექტრონული კომერციის ეპოქაში ვცხოვრობთ, სადაც მაღალი კონკურენციაა. Myauto-ზე ყოველთვიურად 300,000 ( სამასი ათასი ) განცხადება იდება, ჩვენ კი ისეთი ტექსტი უნდა შევარჩიოთ, რომელიც არსებულს გაუწევს კონკურენციას.  და მაინც, როგორია ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი ?! 

 სანამ განცხადების განთავსებას შეუდგებოდეთ, უმჯობესია მანქანა შეამოწმებინოთ, რათა იცოდეთ მისი მდგომარეობა. პოტენციური მყიდველისთვის მნიშვნელოვანია ყველანაირი ინფორმაცია, შესაბამისად მოკლედ და ლაკონურად აღწერეთ მანქანის მდგომარეობა.

1. ტექსტი უნდა უყოს მარტივი და გასაგები, იყავით გულახდილი და რაც მთავარია მიუთითეთ აღწერაში Vin Code - სატრანსპორტო საშუალების საიდინტიფიკაციო ნომერი.

2. აუცილებლად მიუთითეთ როდის ჩამოიყვანეთ მანქანა საქართველოში,  როდის, რომელი დეტალი შეუცვალეთ. აღწერეთ ყიდვისას რისი შეცვლა მოუწევს პოტენციურ მყიდველს და რა ხარჯთან არის დაკავშირებული მაგ. საბურავები, აკუმულიატორი, ხუნდი თუ სხვა. 

3. ტექსტთან ერთად ატვირთეთ, კარგი ხარისხის სურათი, რაც შეიძლება ბევრი. ინტერიერი, ცალკე კოკპიტი, ოდომეტრი, ექსტერიერი, ძრავა, საბარგული. სასურველია ნაკაწრებსაც გადაუღოთ სურათი, როგორც აღვნიშნე გულახდილობა ყოველთვის დასაფასებელია.

4. რაც შეეხება ფასს: თავიდანვე ნუ დაწერთ ბოლო ფასს,  მაგ. თუ თქვენი მანქანა კარგ მდგომარეობაშია და არ საჭიროებს შეკეთებას და გსურთ 2,000$ გაყიდვა, ფასი დაადეთ 2,300$. გაითვალისწინე რომ ვაჭრობა მოგიწევს და თავიდანვე ნუ დაუკლებთ დიდ თანხას, შეეცადეთ პოტენციურ მყიდველს ათქმევინო მისი სასურველი თანხა.



განთავსებულია:2019-11-22 14:16:42
ნახვა:0