გაიგე მეტი ძრავის ზეთის შესახებ

 სწორად შერჩეული ძრავის ზეთი უხანგრძლივებს ჩვენს მანქანებს სიცოცხლეს, ზეთის შეძენისას თანხის დაზოგვა დაუშვებელია და გაუმართლებელია.  არსებობს სხვადასხვა სიბლანტის ზეთები, როგორიცაა: ნახევრად სინთეტიკური (Semi Synthetic) , სრული სინთეტიკური (Fully Synthetic) და მინერალური. 



ძრავის ზეთი საკმაოდ მძიმე პირობებში მუშაობს , მას სამი ძირითადი ფუნქცია აქვს 

  1. ხახუნის შემცირება
  2. ძრავის დეტალების გაგრილება
  3. გაწმენდა

ხახუნის შემცირება - ზეთი გარს ეკვრის რითაც ამცირებს ძრავის დეტალების ცვეთას

ძრავის დეტალების გაგრილება -  ძრავში არსებული დეტალები ხურდება, მუდმივი ცირკულაციის მეშვეობით ზეთი უზრუნველყოფს მათ გაგრილებას.

გაწმენდა - მუშაობის პროცესში წარმოიქმნება ისეთი მავნე ნაწილაკები, როგორიცაა: საწვავის ნამწვი, კონდესატი და სხვა. ამ ყველაფრის გაწმენდაში ძრავის ზეთი ეხმარება.

 ალბათ შეგიმჩნევია ზეთის ჭურჭელზე დატანილი სხვადასხვა ციფრები, პირობითად 5W-40 ეს ციფრები შეიძლება არაფრის მთქმელია, თუმცა შევეცდები რომ მარტივად ავხსნა. 

 5W-40 - სრული სინთეტიკური ზეთია ,  ციფრი 5 მიუთითებს ზეთის სიბლანტის ხარისხს დაბალ ტემპერატურაზე, W - აღნიშნავს ზამთარს „winter” ხოლო 40, მიუთითებს სიბლანტის ხარისხს მაღალ ტემპერატურაზე.

სინთეტიკური ზეთი მინერალისგან განსხვავებით უფრო თხელია, რის გამოც ადვილად აღწევს შესაზეთ  ჭრილებში, ამცირებს ხახუნის ძალას.

მაგალითად: მინერალურიდან სინთეტიკურზე გადასვლისას ძრავა შესაბამისი საშუალებებით უნდა გამოირეცხოს, რადგან არის ალბათობა იმისა, რომ ძრავში დარჩეს ზეთის ნამწვი. გამოურეცხავი ძრავმა შეიძლება გაჭედოს ფილტრი ან „სალნიკებს“ დაუკარგოს ელასტიურობა.

 

რას ნიშნავს ზეთის ეტიკეტზე აბრევიატურა: API, ACEA და SAE ?

API  - American Petroleum institute ( ამერიკის ნავთობის ინსტიტუტის კლასიფიკაცია ) – ის მოიცავს ისეთ კლასიფიკაციებს როგორიცაა : C მიგვანიშნებს რომ დიზელის ძრავისთვისაა განკუთვნილი ხოლო S ბენზინის ძრავებისთვის.

ACEA - Association des Constructeurs Europeens d'Automobiles ( ევროპის ავტომწარმოებელთა ასოციაცია ) ესეც რათქმაუნდა ძრავის ზეთის სტანდარტების აღმნიშვნელია

SAE - Society of Automotive Engineers

ასევე ეტიკეტზე გვხდება შემდეგი ინფორმაცია  Specifications: სადაც მოცემულია სხვადასხვა მწარმოებლების დაშვებები, როგორიცაა Mercedes, BMW , Porsche და სხვა

API SN/CF; ACEA A3/B3, A3/B4; BMW LL-01; MB approval 229.5, 226.5; VW 502.00/505.00; Porsche A40; Renault RN0700, RN0710; PSA B71 2296, Ferrari, Fiat 9.55535-Z2 and Chrysler MS-10725 (meets the requirements of)

 მანქანის ზეთის სწორად ასარჩევად „Find the right oil“ საჭიროა  გამოშვების წელი, მოდელი, გარბენი და სხვადასხვა მწარმოებლების LIQUI MOLY , Shell , Mobil1 , Motul, Aral, Castrol-ის კატალოგების მეშვეობით შენ შეძლებ მოძებნო შენი მანქანისთვის რეკომენდირებული ზეთი, მაგრამ შეგიძლია მარტივად მიხვიდე სერვის ცენტრში , მიაწოდო სეილ მენეჯერს შენი მანქანის რეგისტრაციის მოწმობა და ის აუცილებლად შეგირჩევს ზეთს და ფილტრს.

მითი

არის ასეთი მითიც, პირობითად თუ მანქანას 200,000 კილომეტრი აქვს გავლილი მასში აუცილებლად 10W-40 ნახევრად სინთეტიკური ზეთი უნდა ჩავასხათ, რაც არასწორია ! ძრავაში მხოლოდ ის ზეთი უნდა ჩავასხათ , რასაც მწარმოებელი უწევს რეკომენდაციას. 

რატომ შავდება ზეთი ?

თუ ძრავს ვამუშავებთ ცუდ ბენზინზე ის წარმოქმნის არასრული წვის ნარჩენს, რომელიც შავი ფერისაა, ეს ნარჩენი ერევა ზეთს და აშავებს მას, გარდა ამისა ზეთს საკმაოდ მაღალ ტემპერატურაზე უწევს მუშაობა.
 

 როგორც ასეთი უნივერსალური ზეთი, უბრალოდ არ არსებობს. რეგიონის კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, რომელშიც იმყოფება ჩვენი მანქანა, გამოიყენება შესაბამისი ტიპის ზეთი.




განთავსებულია:2020-01-10 10:29:06
ნახვა:0