2021 Mercedes-Benz E Class
Mercedes-Benz-მა პოპულალური მოდელი E Class განაახლა, ჩვენებურად რომ ვთქვათ „რესტაილინგი“ შემოგვთავაზეს. მისი ოფიციალური პრეზენტაცია 2020 წლის Geneva Motor Show-ზე იგეგმებოდა, თუმცა ავტოშოუს ჩაშლის გამო გერმანელებს ვირტუალურად მოუწიათ მისი წარდგენა. E Class-ში განახლდა წინა და უკანა ოპტიკა, შეიცვალა უკანა მაშუქების ფორმები, თუ შევადარებთ წინამორბედს ახალთან, აშკარად დავინახავთ ექსტერიერში ისეთ ცვლილებებს, როგორიცაა უკანა ბამპერის ფორმა, საბარგული. წინ კი შეგხვდება ძალიან ლამაზი ცხაურა (облицовка), განახლებული ბამპერის და კაპოტის დიზაინი. ინტერიერში გვხვდება მულტიფუნქციური საჭე, რომელიც აღჭურვილია ისეთი ფუნქციით, როგორიცაა Distronic-ს, ცენტრალურ კონსოლზე გვთავაზობენ 12.3 დუიმიან touchscreen ეკრანს და განახლებულ მულტიმედიას MBUX-ს, ასევე Urban Guard Protection Plus, რომელიც ქურდობისგან დაგვიცვავს.
რაც შეეხება აგრეგატს აქ ფართო არჩევანია, მაგალითად ყველაზე მძლავრი ვერსია E 53 4MATIC+ აღჭურვილი იქნება 3.0 ექვსცილინდრიანი ერთრიგა ძრავით, რომელსაც ექნება turbocharger და დამატებით 21 ცხენის ძალიანი EQ Boost სისტემა. ჯამში შტუტგარტელი 429 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და 0-დან 100 კმ/სთ-ს 4.4 წამში განავითარებს. ამერიკულ ბაზარზე მომხმარებლებს შეეძლებათ შეიძინონ 315 ცხენის ძალიიანი დატენვადი ჰიბრიდი E350e (plug-in hybrid), ხოლო E350 და E350 4Matic აღჭურვილი იქნება 255 ცხენის ძალიანი ერთრიგა (in-line engine) 2.0 ოთხცილინდრიანი turbocharger ძრავით და 9G-Tronic გადაცემათა კოლოფით. ახალი Mercedes-Benz E Class თუ მოგეწონა მისი შეძენა ზაფხულიდან შეგეძლება, ფასი ჯერ უცნობია.
