რამდენად ხშირად უნდა შეიცვალოს მოტოციკლზე აალების სანთლები ?

 

 მას შემდეგ, რაც შევიძინეთ მოტოციკლი, მნიშვნელოვანია ცვეთადი ნაწილების დროულად შეცვლა, რათა მუდმივად კარგ ფორმაში იყოს ჩვენი მოტოციკლი. მაგალითად თუ დაინტერესებულხარ შენს მოტოციკლზე როდისაა შეცვლილი აალების სანთელი ? ან რამდენ ხანში ერთხელ უნდა შეიცვალოს ? დღევანდელ სტატიაში ამ მნიშვნელოვან საკითხზე ვისაუბრებ. 



რა ფუნქციას ასრულებს აალების სანთლები? - ალების სანთლები პასუხისმგებელია მოტოციკლის დაქოქვისას, ძრავის წვის კამერაში საწვავისა და ჟანგბადის ნაერთის აალებაზე.

რა სიმპტომები აქვს ? - მოტოციკლს, რომელსაც შესაცვლელი აქვს აალების სანთლები, შემდეგი სიმპტომები აქვს, როგორიცაა:

  • დაქოქვის პრობლემა
  • ძრავა დაიწყებს გაუმართავ მუშაობას, არ ხდება საწვავის დროული აალება
  • სიმძლავრის დაკარგვა
  • წვის მომატება

როდის უნდა შეიცვალოს ? - აალების სანთლები მოტოციკლზე, ყოველ 12.000 კილომეტრის გავლის შემდეგ უნდა შეუცვალო, თუმცა მსგავსი ინფორმაცია ყოველთვის მოტოციკლის Owner's Manual-ში წერია.

როგორ ავარჩიოთ ? ყველა მოტოციკლს სხვადასხვა აალების სანთელი უყენია, ეს ინფორმაციაც შენი მოტოციკლის Owner's Manual-ში წერია, თუმცა არის ალტერნატიული საშუალებაც და ასეთი ინფორმაციის გარკვევა კი კატალოგის მეშვეობით შეგვიძლია:  https://ngksparkplugs.com/en/part-finder  შემდეგ დააჭირე / Motorcycle / აირჩიე / Power Sport /  და Type-ში მიუთითე Motorcycle ხოლო Make-ში შენი მოტოციკლის მარკა. პირობითად 2009 წლიან Yamaha YZF R1 ავიღოთ. აღნიშნულ მოტოციკლზე, კატალოგის მიხედვით უნდა დაუყენო NGK: 6884  LMAR9E-J


როგორ შევცვალოთ ჩვენით ? პირველ რიგში დაგჭირდება თავისუფალი დრო, მყარი ნერვები და რაც მთავარია ინსტრუმენტები როგორიცაა:

  • რეგულირებადი ქანჩდამჭერი
  • ბრტყელტუჩა
  • ექვსკუთხა გასაღები
  • სახრახნისი: ბრტყელი და ფიგურული
  • ქანჩის გასაღების ნაკრები
  • აალების სანთლის მოსახსნელად კი სხვადასხვა ზომის თავაკებია საჭირო, ეს დამოკიდებულია ბრენდზე, თუმცა 2009 წლიან Yamaha YZF R1-ს 14-мм თავაკი (головка) ესაჭიროება

იმისათვის რომ ჩვენით შევცვალოთ აალების სანთლები, მოგვიწევს მოტოციკლის გარკვეული ნაწილების მოხსნა, როგორიცაა:

  • სკამი
  • გვერდითა პლასმასები, რომელიც ბაკზეა დამაგრებული
  • ბენზო ბაკი
  • ბენზო ბაკთან სხვადასხვა შლანგები
  • ჰაერის ფილტრი და ყუთი (AIRBOX)
  • ჰაერის შემშვები (AIR INTAKE)

განთავსებულია:2020-05-09 19:31:57
ნახვა:0