2021 Lexus IS
Lexus-მა განახლებული, მეოთხე თაობის IS წარმოგვიდგინა. საერთოდ Lexus ეს არის, დინამიურობისა და კომფორტის იდეალური კომბინაციაა. მისი ყოლა ჩვენს სტილს ხაზს უსვამს.
ექსტერიერი - განახლებულ Lexus IS-ს უფრო ათლეტური აგებულებას აქვს. განახლდა მისი ოპტიკა, შეიცვალა მაშუქების ფორმები. სიგრძეში 4705 მმ, ხოლო სიგანეში 1840 მმ შეადგემს. ეს კი წინამორბედთან შედარებით 30მმ-ით გრძელი და 30მმ-ით განიერია.

IS-ის ძარა საგრძნობლად გამაგრებულია, წინა ნაწილში გვხდება შედუღების მეტი წერტილები. ინჟინრება ავტომობილის მასის შემცირებაზეც იზრუნეს მაგალითად: ზამბარები 20 % მსუბუქია, ვიდრე წინა თაობის, ხოლო განივი მდგრადობის სტაბილიზატორის მასა (anti-roll bar) 17 %-ით შემცირდა. საბაზისო მოდელები აღჭურვილი იქნება მსუბუქი 18-იანი დისკებით, ხოლო F-Sport ვერსიებს 19-იანი დისკები ექნება.
ინტერიერი - ლექსუსი ინტერიერი, მინიმალისტური სტილისა და თანამედროვე დეტალების იდეალური სინთეზია. აქ არის მულტიფუნქციური სპორტული საჭე. კოკპიტზე მოთავსებულია 8-დუიმიანი სენსორული ეკრანი, რომელიც აღჭურვილია: Apple CarPlay და Android Auto სისტემებით ინტერიერი გაწყობილია უმაღლესი ხარისხის ტყავის მასალით, 1800 ვატიანი Mark Levinson-ის ფირმის აუდიო სისტემით და 17 დინამიკით. უსაფრთხოებას უზრუნველყოფს Lexus Safety System.
ტექნიკური მონაცემები - რაც შეეხება ძრავს და გადაცემათა კოლოფებს: აქ დიდი ცვლილებები არ გვხდება. საბაზისო მოდელი Lexus IS300 უკანა წამყვანია და აღჭურვილია: 241 ცხენის ძალიანი, ოთხცილინდრიანი, 2.0 ტურბო ძრავით და 6 საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით.
IS 300 RWD | Turbo 2.0L | 241 Horsepower | 258 Torque | 6-Speed Automatic |
IS 300 AWD | 3.5L V6 | 260 Horsepower | 236 Torque | 8-Speed Automatic |
IS 350 RWD | 3.5L V6 | 311 Horsepower | 280 Torque | 6-Speed Automatic |
IS 350 AWD | 3.5L V6 | 311 Horsepower | 280 Torque | 8-Speed Automatic |
ფასი: სამწუხაროდ ახალი მოდელის ფასი ჯერ უცნობია.
კონკურენტები: Lexus IS-ის კონკურენტებია ისეთი მოდელები, როგორიცაა: Mercedes-Benz C კლასი, Audi A4, მე-3 სერიის BMW
#SLIDER
