ავტომობილების განბაჟების ვადა 1-ელ ივნისამდე გახანგრძლივდა
საქართველოში იმპორტირებული ავტომობილების განბაჟების ვადა გახანგრძლივდა. აქამდე, არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, იმპორტირებული მანქანების განბაჟების ვადა შეადგენდა 1 მარტს, მთავრობის გადაწყვეტლებით, აღნიშნულმა თარიღმა 1-ელ ივნისამდე გადაიწია.
საქართველოს პრემიერ - მინისტრის ცნობით, გადაწყვეტილების შედეგად ავტომფლობელებს, ასევე ჩამოეწერებათ საურავებიც, რაც საერთო ჯამში, 19 000 მათგანს შეეხება.
განთავსებულია:2021-02-25 14:26:36
ნახვა:0
