ონლაინ ავტოაუქიცონები: წესები და მნიშვნელოვანი დეტალები



სასურველი ავტომობილის მოძიება და შეძენა, იქნება ეს ლიმიტრებული კოლექციის კლასიკური მოდელი, თუ უბრალოდ საოჯახო მინივენი, დღეს პრობლემას აღარ წარმოადგენს. ეს კი, უმეტეს წილად, ონლაინ ავტოაუქციონების დამსახურებაა. მათი მეშვეობით, უკვე შესაძლებელია ავტომობილი არამხოლოდ ჩვენს საცხოვრებელ ქალაქსა დაქვეყანაში, არამედ კონტინენტის დაშორებითაც კი შევარჩიოთ და შევიძინოთ. 


ონლაინ ავტოაუქციონის მუშაობიბს პრინციპი


ფიზიკური ავტოაუქციონების მოყვარული ადამიანებისთვის, სასიამოვნო ამბავია ის, რომ ონლაინ აუქციონებიც, თითქმის, ფიზიკური აუქციონების იდენტური პრინციპით ფუნქციონირებს: აუქციონზე წარმოდგენილი მანქანის შეძენაზე გამოცხადებული ტენდერი, სადაც მსურველები საკუთარ შეთავაზებებს (ბიდებს) დებენ მანამ, სანამ ტენდერის წინასწარგამოცხადებული ვადა არ ამოიწურება. 


მიუხედავად იმისა, რომ ონლაინ და ფიზიკური აუქციონის ძირითადი პრინციპები ერთნაირია, არსებობს რამდენიმე მნშვნელოვანი განსხვავება, რომელიც უნდა ვიცოდეთ:


ფიზიკური აუქციონის მსვლელობის დროს, ბიდინგი (ინდივიდუალური შეთავაზებების წარდგენა) რეალურ დროში ხდება, სადაც აუქციონის მონაწილეები შეკრებილნი არიან ერთ ოთახში, ან ერთვებიან მობილურითა და სხვა საკომუნიკაციო წყაროების მეშვეობით. ბიდინგის ხანგრძლივობა სულ რამდენიმე წუთს გრძელდება. 


რაც შეეხება ონლაინ აუქციონს, მისი წარმატების განუყოფელი ნაწილი იმ ადამიანთა რაოდენობაა, ვინც კონკრეტული ავტომობილის ონლაინ აუქიცონის ნახვა შეძლო. სწროედ ამიტომ, როგორც წესი, ონლაინ აუქციონები გრძელდება რამდენიმე დღის ან კვირის განმავლობაში, რა დროსაც პოტენციურ მყიდველებს შეუძლიათ გააკეთონ საკუთარი საფასო შეთავაზება, დაუკავშირდნენ ავტომობილის გამყიდველს და მანქანის შესახებ მათთვის საინტერესო ნებისმიერი დეტალი გაიგონ ან თუნდაც, სხვა ონლაინ ავტოაუქციონზე მსგავსი ავტომობილის მოდელი მოიძიონ და შეადარონ მიმდინარე ფასი და მდგომარეობა. საბოლოოდ, რაც უფრო მეტი ადამიანი ნახავს ონლაინ ავტოაუქციონზე განთავსებულ მანქანას, მით მეტია შანსი, რომ ავტომობილი ახალ პატრონთან დაბინავდება. 


ავტოაუქციონზე მანქანის საწყის ფასს უშუალოდ ის ავტოაუქციონი ადებს, რომელზეც ავტომობილია განთავსებული. მანქანა კი გადაეცემა მას, ვინც აუქციონის დასრულებამდე გამყიდველს მისთვის მისაღებ შეთავაზებას გაუკეთებს. მნიშნველოვანია ისიც, რომ თუ აუქციონის ვადის ამოწურვამდე გამყიდველისთვის მისაღები ბიდი არ გაკეთდა, გამყიდველს უფლება აქვს არ გაყიდოს მანქანა და ამ შემთხვევაში, ავტოაუქციონი ჩაშლილად ცხადდება. 


გარდა ამისა, ავტოაუქციონზე გამოცხადებულ საწყისის ფასთან ერთად, ხშირად, გვხვდება "ახლავე ყიდვის" (Buy Now) ღილაკი შესაბამისი ფასით, რაც ნიშნავს ავტომობილის უშუალო გამყიდველმა ის ფასიც დაადო ავტომობილს, რა ფასადაც მანქანის შეძენა მყიდველს მომენტალურად, დამატებითი კონკურენტული ბიდინგის გარეშე შეუძლია. 


Copart


Copart ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ონალინ ავტოაუქციონია. იგი 1982 წელს დაარსდა და წელიწადში, საშუალოდ, 2 მილიონზე მეტ ავტომობილს ყიდის. ვებგვერდზე განთავსებულ ძრავებს შორის შეგხვდებათ: 


  • სედანის ტიპის ავტომობილები;
  • ჰეჩბეკის ტიპის ავტომობილები;
  • სატვირთო ავტომობილები; 
  • კლასიკურ ავტომობილები; 
  • სამრეწველო ავტომობილები;
  • მოტოციკლები;
  • და სხვა. 

IAAI


IAAI ამერიკული ბაზრის კიდევ ერთი მოწინავე ავტოაუქციონია, რომელიც ასევე 1982 წელს დაარსდა და მას შემდეგ, საკუთარი ნიშა მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიმკვიდრა. 


IAAI-ზე განთავსებულია როგორც ავტონაწილები, ასევე, გამართული, მსუბუქად ან ტოტალურად დაზიანებული ავტომობილები და სხვა. 


ვებგვერდზე ვიზიტისას, არჩევანი რამდენიმე შეთავაზებას შორის შეგიძლია გააკეთო: 


  • IAA Online (ონლაინ აუქციონი 190-მდე ფილიალით)
  • IAA Timed Auctions (ავტომობილების ინდივიდუალური აუქციონები) 
  • IAA Buy Now (ავტომობილის შეძენა დაუყოვნებლივ)
  • IAA Online Exclusive (სპეციფიკური ტიპის ავტომობილბის აქუციონების სერიები, მაგ: RVs) 
  • IAA Screen Sale (ბიდის დადება IAA-ს ფილიალში).

პირველი ონლაინ ავტოაუქციონი საქართველოში


უცხოური წარმატებული მაგალითების შემდეგ, იმასაც გეტყვით, რომ მათთვის, ვინც ავტოაუქციონებით ინტერესდება, პირველი ქართული ონლაინ ავტოაუქციონი უკვე ხელმისაწვდომია ვებგვერდზე auction.myauto.ge, სადაც სასურველი ავტომობილის შეძენას სწრაფად და მარტივად შეძლებ. აუქციონზე მანქანის შეძენის წესები შემდეგია: 


  • ირჩევ სასურველ ავტომობილს 

არჩევანის გაკეთება ვებგვერდზე განთავსებული ავტომობილებიდანაა შესაძლებელი. ოპტიმალური მანქანის პოვნას, მნიშვნელოვნად აადვილებს შესაბამისი ფილტრები, სადაც შეძენით დაინტერესებული ადამიანი ავტომობილის მწარმოებელ ბრენდს, გამოშვების წელს, დაზიანების დონესა და მიმდინარე ფასს უთითებს. 


  • ერთვები აუქციონის პროცესში

ამერიკული მოდელების მსგავსად, აუქციონი წინასწარგანსაზღვრული დროით გრძელდება. ლოტს კი იგებს ის, ვინც აუქციონის დასრულებამდე, სხვა მსურველებზე მეტი თანხა განათავსა. აუქციონის დასრულების შემდეგ, სხვა მონაწილეებს, სარეზერვო თანხა (აუქციონში მონაწილეობის უფლების თანხა) უკან უბრუნდებათ. 


  • აკეთებ საბოლოო შესყიდვას

მოგების შემდეგ, აუქცინის მონაწილე ინვოისის საფუძველზე ფარავს საბოლოო თანხას, რაც აუქციონის მიმდინარეობისას დაფიქსირდა. თანხის დაფარვის შემდეგ კი, მონაწილეს ავტომობილსი გამყიდველი კომპანია უკავშირდებდა და იწყება ავტომობილის გადაფორმებისა და საკუთრებაში გადაცემის პროცედურები. 


 


განთავსებულია:2023-05-11 11:41:38
ნახვა:0