რატომ არის აუცილებელი ავტომობილში ზეთის შეცვლა

როგორც წესი, 4500-იდან 8000-კილომეტრამდე მანძილის გავლის შემდეგ რეკომენდებულია ავტომობილის ზეთის შეცვლა. თუმცა, ეს რიცხვი შეიძლება თქვენი მანქანის მარკისა და მოდელის მიხედვით შეიცვალოს, რის შესახებაც ინფორმაციას მექანიკოსი უკეთ გაგაცნობთ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ზემოთ ხსენებული დებულებები საყოველთაოდ ცნობილია, არსებობს ბევრი ისეთი ავტო მფლობელი, რომელსაც ზეთის შეცვლასთან დაკავშირებული მარტივი პროცედურები ნაკლებად ეხალისებათ და შესაბამისად, მის მნიშვნელობასაც ობიექტურად ვერ აფასებენ. 

რეალურად კი, ზეთის რეგულარული ცვლილების რღვევამ დიდი შანსია ავტომობილის გამართულ ფუნქციონირებას ხელი საგრძნობლად შეუშალოს და საბოლოოდ, მანქანის შესაკეთებლად ბევრად მეტი ენერგია და ფინანსებია საჭირო.  აუცილებელია მუდამ გვახსოვდეს, რომ ზეთი მოქმედებს, როგორც თქვენი მანქანის "ჯანმრთელობისა" და ფუნქციონირების აუცილებელი კომპონენტი. 

იმისათვის, რომ საკითხი უკეთ გაგაცნოთ, მოდით, უფრო დეტალურად განვიხილოთ მიზეზები, რის გამოც ზეთის რეგულარული ცვლილება მნიშვნელოვანია:

  • იცავს კოროზიისგან

ავტომობილის ძრავა დაუცველია ბუნებრივი ელემენტების კოროზიისგან. ამიტომაც, ძრავის ზეთი ბუნებრივ დამცავ საფარს წარმოქმნის, რომელიც ხელს უშლის ტენიანობის, ჭუჭყის, მტვრის და სხვა კოროზიული ჰაერის ნაწილაკების მავნე ზემოქმედებას. თუმცა, დროთა განმავლობაში, ზეთი თავის პირვანდელ ეფექტს კარგავს, ხშირად, იწყებს დაბინძურებას ნახშირბადის ნაერთებით და პოტენციურად, ძრავაში ნებისმიერი დაუწვავი საწვავით. ამიტომ, პერიოდულად ძველის სუფთა ზეთით ჩანაცვლება აუცილებელია თქვენი ძრავის კოროზიისგან დასაცავად. 


  • ხელს უშლის ცვეთას

როგორც ყველასათვის ცნობილია, მანქანის ძრავა ათასობით სხვადასხვა ნაწილისგან შედგება, რომლებიც ხშირად მოძრაობენ და თანაც, ძალიან მაღალი სიჩქარით. ამ პროცესმა, შესაძლოა ბუნებრივად წარმოქმნას აქტიური ხახუნის მდგომარეობა და ამიტომაც, შესაბამისი საპოხი მასალის, ამ შემთხვევაში, მანქანის ზეთის გარეშე, ძალიან სწრაფად მივიღებთ ძალიან დიდ ცვეთას. მოუხედავად იმისა, რომ ზეთი ცვეთას აფერხებს და ხელს უშლის, აღსანიშნავია ისიც, რომ დროთა განმავლობაში, ზეთიც კარგავს სიბლანტეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი უნარი, შეამციროს ხახუნი, ნელ-ნელა ქრება და იკარგება.


გარდა ამისა, საგულისხმოა ისიც, რომ რაც უფრო მეტს ატარებთ და მეტ მანძილს ფარავთ, მით მეტი ზეთი იწვება. მანქანაში ზეთის დონის არასწორი მართვა სახიფათოც კი შეიძლება იყოს და შედეგად, მანქანის ძრავისთვის სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს. 


  • აციებს ძრავის კომპონენტებს

როგორც ხახუნი, ასევე საწვავის წვის პროცესი ძრავაში უამრავ სითბოს წარმოქმნის, რამაც, დიდი შანსია, მისი კომპონენტები დააზიანოს, თუ ზედმეტი სითბო სხვაგან არ გამოიყოფა. ძრავის ზეთი ხელს უშლის თქვენი ძრავის ნაწილების გადაჭარბებულ გაცხელებას, რასაც ხახუნის შემცირებითა და დაუცველი ნაწილებიდან სითბოს გადაცემით ახერხებს. ზეთის სიჯანსაღისა და საკმარისი სისუფთავის უზრუნველყოფა ძრავის გადახურების რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს.


  • აუმჯობესებს გამავლობასა და ძრავის სიცოცხლისუნარიანობის ხანგრძლივობას

ძრავაში არსებული ზეთისა და ჭუჭყის წებოვანი ნალექი აიძულებს მას, რომ სიმძლავრის გამოსამუშავებლად უფრო მეტი დატვირთვით იმუშაოს და შედეგად, მეტი საწვავი იწვება. სათანადო შეზეთვა ძრავაზე ზედმეტ დატვირთვას ამცირებს და, ამრიგად, ხელს უწყობს მისი სიცოცხლისუნარიანობის ზრდას და საწვავის მოხმარების გაუმჯობესებას. ამიტომაც, საწვავისთვის ნაკლები ფულის დახარჯვა გიწევთ და შესაბამისად, ზეთის რეგულარული შეცვლა ნიშნავს უფრო მეტ ფინანსურ დანაზოგს.

განთავსებულია:2023-10-16 10:48:15
ნახვა:0