გაეცანი ბლოგს და გაიგე როგორ მოამზადო ავტომობილი ზამთრის კურორტებისთვის

საგზაო მოგზაურობა წელიწადის ნებისმიერ დროს სასიამოვნო და საინტერესო გამოცდილებებს გვთავაზობს. საქართველოში, როგორც წესი, წელიწადის ამ დროს, ყველაზე პოპულარული კურორტებია ბაკურიანი, გუდაური, მესტია, გოდერძი და სხვა მაღალმთიანი რაიონები, სადაც ქალაქიდან მოშორებით, დროის სასიამოვნოდ გატარებაა შესაძლებელი. შესაბამისად, ზამთარში მაშინ, როცა დანიშნულების ადგილისაკენ მიმავალი გზაცა და ბუნებაც თოვლითაა დაფარული, სხვადასხვა კურორტის საკუთარი ავტომობილით მონახულება გამორჩეულად მიმზიდველია. თუმცა, ასეთ დროს, არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც ქალაქიდან გასვლამდე უნდა გავითვალისწინოთ, მათ შორის, დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი მანქანა მზადაა ზამთრის ცივ და სუსხიან კლიმატში გადასაადგილებლად. 

 

  • ზამთრის საბურავები

 

ზამთრის საბურავები თოვლიან თუ მოყინულ გარემოში, ავტომობილის მართვას ბევრად უფრო უსაფრთხოს ხდის. ცივი კლიმატისათვის განკუთვნილი საბურავი დამზადებულია რბილი რეზინისგან, შესაბამისად, მაშინ, როცა სტანდარტული საბურავის რეზინი ცივ პირობებში უფრო მყარი და ხისტი ხდება, ზამთრის საბურავის რეზინი სირბილეს ინარჩუნებს. საბურავის სირბილე და მოქნილობა განაპირობებს იმას, რომ მას შეუძლია შეინარჩუნოს წევა ძალიან მკაცრი და ცივი ტემპერატურების დროსაც კი, რაც მანქანის კონტროლის საშუალებას ყინულით დაფარულ გზებზეც იძლევა.

 

იმის გათვალისწინებით, რომ ზამთრის კურორტებსა და ზოგადად დასვენებას საკმაოდ ბევრი ხარჯი ახლავს თან, ჭკვიანური გადაწყვეტილებაა, ავტომობილის ბორბლების შეცვლა და ხარისხიანი ზამთრის საბურავების შეძენა ისეთი პლატფორმების მეშვეობით, როგორიცაა myparts.ge, სადაც ნებისმიერი ზომისა და პარამეტრის, უამრავი ბრენდის საბურავს თქვენთვის მისაღებ ფასად აღმოაჩენთ. რაც მთავარია, ვებგვერდზე ხელმისაწვდომია როგორც სრულად ახალი, ასევე კარგ მდგომარეობაში მყოფი მეორეული საბურავები. 

 

  • ანტიფრიზი

 

ანტიფრიზი ფერადი სითხეა, რომელიც მანქანის ძრავის გაგრილების სისტემას წყლის გაყინვისგან იცავს, რასაც იგი წყლის გაყინვის წერტილის შემცირებით ახერხებს. 

ანტიფრიზი კონცენტრირებული სითხის სახითაა მოწოდებული და როგორც წესი, გამოყენებამდე წყალში უნდა განზავდეს. 

 

მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ ავტომობილს ანტიფრიზი მთელი წლის განმავლობაში სჭირდება. ეს ხელს უწყობს ძრავის კოროზიისგან დაცვას, ხელს უწყობს სითბოს გადაცემას და ხელს უშლის ჟანგისა და ქერცლების წარმოქმნას. ცხელი ტემპერატურების დროს, ანტიფრიზი გაგრილების სისტემაში წყლის დუღილის წერტილის ამაღლებით, ხელს უშლის ძრავის გადახურებას.

  • სახურავის რელინგი

 

მიუხედავად იმისა, რომ სახურავის რელინგის ფლობა გადაუდებელ აუცილებლობას სულაც არ წარმოადგენს, მათ, ვინც ზამთრის კურორტს თხილამურებით ან სნოუბორდით სრიალისთვისაც სტუმრობს, რელინგი (დუგები) მაქსიმალურ კომფორტს სთავაზობს ინვენტარის უსაფრთხოდ გადასაადგილებლად. 

 

  • მინასაწმენდი

 

ეს ერთი შეხედვით მარტივი და უმნიშვნელო დეტალი, ზამთრის კურორტებზე გადაადგილებისას ძალიან დიდი დატვირთვის მატარებელია, ვინაიდან უამინდობაში უსაფრთხოდ გადაადგილებისათვის ხილვადობა #1 ასპექტია, რომელიც ყურადღებას მოითხოვს. შესაბამისად, მოგზაურობის დაწყებამდე, აუცილებელია შეამოწმოთ და საჭიროების შემთხვევაში, შეცვალოთ მინასაწმენდი, რათა სრული გზის გავლა მშვიდად და დაცულად შეძლოთ. 

 

  • ავტომობილის დაქირავება 

 

ხოლო მათთვის, ვისაც საკუთარი მაღალიგამავლობის ავტომობილი არ ჰყავს, ან ფიქრობს, რომ მანქანის თოვლისა და მთისათვის მომზადებას, უფრო მარტივი ალტერნატივის მოძიება ურჩევნია, საუკეთესო ალტერნატივა შესაბამისი გამავლობისა და მონაცემების ავტომობილის ქირაობაა, რომელიც უსაფრთხოდ მოგატარებთ ზამთრის კურორტებს. ასეთ შემთხვევაში, მსგავსი ავტომობილების მრავალფეროვანი არჩევანი rent.myauto.ge-ზე დაგხვდებათ და თქვენი გემოვნებისა და სურვილის მიხედვით შეძლებთ იდეალური ვარიანტი შეარჩიოთ. რაც მთავარია, ვებგვერდზე განთავსებულ თითოეულ მანქანას გავლილი აქვს წინასწარი შემოწმება და აღჭურვილია ყველა საჭირო დეტალით, მათ შორის, ზამთრის სპეციალური საბურავებით, რათა თქვენმა საგზაო მოგზაურობამ მშვიდად და კომფორტულად ჩაიაროს. 




განთავსებულია:2025-01-28 16:38:35
ნახვა:0